in

პირველად წინანდლის ისტორიულ მამულში „სუხიშვილების“ ფესტივალი გაიმართება

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ 22, 23 და 24 მაისს წინანდლის მამულის ამფითეატრში პირველად გამართავს ფესტივალს და ყოველ დღე ერთმანეთისგან განსხვავებული საკონცერტო პროგრამით წარსდგება მაყურებლის წინაშე.

სპეციალურად ამ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 80 წლის მანძილზე შექმნილი რეპერტუარის გამორჩეული ქორეოგრაფიული კომპოზიციები, რომელიც სუხიშვილების სხვადასხვა პერიოდს და ეპოქას ასახავს.  სამ დღიანი ფესტივალი ტრადიციისა და თანამედროვეობის განსაკუთრებული სინთეზია, რომელიც სტუმრებს დროში ამოგზაურებს და დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

სილქ ჰოსფითალითის ორგანიზებით და მთავარი სპონსორის, SOLO-ს მხარდაჭერით, ფესტივალის პირველი დღე დაეთმობა კლასიკურ რეპერტუარს, ხოლო მეორე დღე გაიხსნება „ზეკარით“ – ცეკვით, რომელმაც 2000 წელს სრულიად ახალი ქორეოგრაფია შემოიტანა და ნამდვილი გარდატეხა მოახდინა. „ზეკარი“ თითქოს მაყურებელს ძველსა და ახალს შორის ამოგზაურებს, ეპოქებს აერთიანებს და ემოციურად გვახსენებს ქართული ფოლკლორის სიმდიდრეს. ფესტივალის დასკვნითი დღე კი, მიეძღვნება „ქარაბშას.” ეს არის თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმა, რომელიც მოძრაობის, პლასტიკისა და შესრულების მანერის უნიკალურ ესთეტიკას ქართული ფოლკლორიდან იღებს.

„მინდა დიდი სიხარულით აღვნიშნო, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში იწყება ჩემთვის და თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პროექტი – სუხიშვილების და რამიშვილების ფესტივალი. წელს, პირველად, გაიმართება ჩვენი ახალი პროექტის – „ვარდობისთვის“ ფარგლებში და ყოველწლიურ ტრადიციად დამკვიდრდება. ეს იქნება გამორჩეულად საინტერესო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება, რომელზეც გულითადად გიწვევთ თითოეულ თქვენგანს.” გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი

ასევე, ფესტივალის ფარგლებში, 23 და 24 მაისს გაიმართება „სუხიშვილების“ ცეკვის აკადემიის ბავშვთა ანსამბლის კონცერტები.

„განსაკუთრებული მადლობა წინანდლის მამულს ამ მასშტაბური პროექტის მასპინძლობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალია და იმედი მაქვს, რომ ის ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა, სამდღიანი ფორმატიდან 5-7 დღემდე გაფართოვდება დამატებითი პროგრამებითა და მრავალფეროვანი დღეებით. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება გამოფენა, რომელიც ანსამბლის 80-წლიანი ისტორიის განმავლობაში შექმნილ საცეკვაო კოსტიუმებს, ფოტომასალასა და არქივს გააერთიანებს და სრულად ასახავს ჩვენს ისტორიული შემოქმედებით გზას. მე ძალიან მიხარია რომ მაყურებელს ელის არაჩვეულებრივი 3 დღე მაისის ბოლოს და დატკბება როგორც ქართული საცეკვაო ხელოვნებით ასევე გამოფენით.“ნინო სუხიშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტისსუხიშვილებისგენერალური დირექტორი და კოსტიუმების ავტორი

მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმების მხატვრობა, ქორეოგრაფია და თაობები ქმნიან „სუხიშვილებს“. ფასდაუდებელი მემკვიდრეობის და ქართული ტრადიციებს თანამედროვეობასთან უნიკალური სინთეზი, მაყურებელს მუდმივად აღაფრთოვანებს. „სუხიშვილების“ ფესტივალის მთავარ ლოკაციად სწორედ წინდანდლის მამული შეირჩა, ადგილი, სადაც მდიდარი კულტურული ტრადიციები დღესაც გრძელდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ მთავარი სპონსორია, SOLO კი აღნიშნული ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი.

„მოხარულები ვართ, რომ SOLO „სუხიშვილების“ ფესტივალის მხარდამჭერია და შესაძლებლობა გვაქვს ვიყოთ ისეთი პროექტის ნაწილი, რომელიც ეროვნულ საგანძურს ახალი ფორმით აცოცხლებს და საზოგადოებას უნიკალურ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს“ ეთერ ირემაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე. პრემიუმ საცალო საბანკო მიმართულების ხელმძღვანელი.

სუხიშვილების ფესტივალის პრეზენტაცია სასტუმრო ტელეგრაფის ახალ სივრცეში გაიმართა. კომპანია სილქნეტის მიერ წარმოდგენილი მრავალფუნქციური სივრცე გამოფენებსა და სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს და სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.

ფესტივალის წარდმგენი და მასპინძელია: სილქ ჰოსფითალითი და წინანდლის მამული

გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი: SOLO

სპონსორები: Visa, Silknet, Borjomi

ფესტივალზე დასწრება შესაძლებელი იქნება, როგორც სასტუმროს ისე სხვა სტუმრებისთვის. ბილეთების შესაძენათ 20 აპრილს ეწვიეთ tkt.ge-ს, ხოლო სასტუმროს დასაჯავშნად:

Tel: +995 32 2 402 222
Mail: [email protected].

[პარტნიორის კონტენტი]

როცა კოლეგები მეგობრები ხდებიან და მარკეტინგულ სააგენტოს ქმნიან – გაიცანით „აბრუ“

როგორ დავმალოთ სენსიტიური მონაცემები დოკუმენტებში ChatGPT-ში ატვირთვამდე