in

„სულ მწვანეზე გევლოს“ – საიდან იწყება ავტომობილებისთვის მწვანე გზა?

„სულ მწვანეზე გევლოს“ – ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ ახალი ავტომობილის მილოცვისას, Cargo Polo-ს საიმიჯო კამპანიის მთავარი მესიჯი გახდა. „მწვანე“ ბრენდი საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 2 წლის წინ გამოჩნდა და ახალი გზავნილით, ავტოდილერებთან გრძელვადიანი, სტაბილური, ეფექტური პარტნიორობის ინიციატივას აჟღერებს.

B2B კომპანია, რომელიც დილერებს აშშ-დან ავტომობილების იმპორტის სერვისებით ემსახურება, „მწვანე გზას“ ბევრად უფრო შორიდან იწყებს, ვიდრე ავტომობილი საბოლოო მომხმარებლამდე მივა. კამპანიის სახელწოდებაც სიმბოლურად აღნიშნავს უწყვეტ და შეუფერხებელ პროცესს – ლოგისტიკას, რომელშიც ავტომობილების ტრანსპორტირების თითოეული ეტაპი სწორად არის დაგეგმილი და შესრულებული.

ქეთი რაზმაძე, კარგო პოლოს ციფრული პროდუქტებისა და კომუნიკაციის მენეჯერი კამპანიასთან დაკავშირებულ რამდენიმე შეკითხვას პასუხობს:

როგორ გაჩნდა კამპანიის იდეა?

კამპანია ძალიან სიმბოლური თანაკვეთაა კარგო პოლოსთან, როგორც „მწვანე“ ბრენდთან და ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ ყველასთვის ნაცნობ ფრაზასთან – „სულ მწვანეზე გევლოს“. ეს კავშირი ერთ-ერთი პრეზენტაციის კეთებისას შემთხვევით აღმოვაჩინეთ, მივხვდით რომ  საიმიჯო კამპანია ამ ბუნებრივი მიგნების ლოგიკური და ეფექტური გაგრძელება იქნებოდა.

რა ბიზნესამოცანებს პასუხობს კამპანია?

ლოგისტიკური ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი ტვირთის უსაფრთხოება და შეუფერხებელი, სწორად დაგეგმილი გადაზიდვაა. დილერები, არიან მომხმარებლის ის კატეგორია, რომლებსაც  ავტომობილები არა ერთჯერადად, არამედ გარკვეული ინტენსივობით ჩამოჰყავთ ქვეყანაში და მათთვის სანდო, სტაბულური ლოგისტიკური პარნტიორი დაკავშირებულია გარკვეულ გარანტიებთან, სიმშვიდესთან და გარკვეულწილად თავისუფლებასთანაც კი.

მეორე მხრივ, საქართველოში ავტომობილების იმპორტისას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა პროცესების გამჭვირვალობაა, რასაც ჩვენი ციფრული პროდუქტებით ძალიან წარმატებით ვპასუხობთ როგორც ფინანსურ, ისე ლოგისტიკურ ნაწილში.

ჩვენი მთავარი მესიჯი და „მწვანე გზის“ სიმბოლო, რომელიც კამპანას თან სდევს, სწორედ ამ ძირითადი პრონიპების ვერბალური და ვიზუალური ასახვაა:

  • გამჭვირვალობა
  • სტაბილურობა
  • სანდოობა
  • სიმარტივე
  • უსაფრთხოება

როგორი იყო კამპანიაზე მუშაობის პროცესი?

ვიდეოზე CONTACT-თან ერთად ვიმუშავეთ და AI-ს რესურსი გამოვიყენეთ, რომელიც უშუალოდ სამუშაო პროცესშიც კი მნიშვნელოვნად დაიხვეწა. CONTACT-ის ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა ბრიფის სწორად ფორმირებაში და გენერაციის პროცესის დაწყებამდე შედეგის კარგად წარმოდგენაში. ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობა იყო, რომელიც, ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა.

www.cargopolo.com

[email protected]

[პარტნიორის კონტენტი]

27-28 თებერვალს დიზაინის ინსტიტუტში სოციალური დიზაინის დღეები გაიმართება

კიკეთის ფერმის ახალი სივრცე გუნდური მუშაობისა და განტვირთვისთვის