„დაე, დაიწყოს ყველაზე გრძელი ზაფხული“, – თქვეს გრაფიკოს-დიზაინერებმა, გზავნილი ვიზუალურად წარმოიდგინეს და ჩვენამდე ხელნაწერისა თუ გრაფიკული გზით შესრულებული ნამუშევრების მეშვეობით მოიტანეს.
მაშ ასე, კამპანიაში 11 დიზაინერი მონაწილეობდა: მარიამ საშა (მარიამ აქულაშვილი), ნანკა ბაღათურია, ლევან მამსიკაშვილი, ქრისტინა საბაშვილი, ნიკა ელია, ხატია ხატიაშვილი, ზიზი ნიშნიანიძე, მაშოლენდი (მაშო მარგიშვილი), სალომე ხაზარაძე, დათი ჩანადირი და მარიამ საჩალელი.
რაც შეეხება მათს ნამუშევრებსა და კომენტარებს, ყველაფერს აქვე გიზიარებთ:








მაშოლენდი (მაშო მარგიშვილი): „ჩემთვის ზაფხული ბუნების სიახლოვესთან ასოცირდება: დილის ჩიტების ჭიკჭიკით დაწყებასთან, დღისით, ბაბუაწვერებიან ცხელ ამინდში წყალში გაგრილებასა და მინდორში თამაშთან… ღამით კი – ჭრიჭინისა და ბაყაყების ყიყინის ფონზე, ციცინათელების ყურებასთან. ამჟამინდელ რეალობაში რაოდენ რთულიც უნდა იყოს ასეთი ზაფხულის გატარება, ჩემ მიერ შექმნილი ნამუშევარი ამ ნოსტალგიებს დავუკავშირე და კამპანიის გზავნილსაც ამგვარად ვუპასუხე. 
შევეცადე, პირდაპირი თუ გადატანითი ვიზუალური მინიშნებებით, საზაფხულო ნამუშევარი შემექმნა. რაც შეეხება შრიფტს, ვიფიქრე, რომ ამგვარ კამპანიას ხელით დაწერილი სლოგანი მოუხდებოდა, რადგან ნამდვილ მონასმებს თავიანთი ხიბლი აქვთ. სიტყვის მნიშვნელობის ხაზგასასმელად კი, სიტყვა „გრძელი“ მეტად გავაგრძელე.
შრიფტზე, ილუსტრაციების ხატვასთან შედარებით, იშვიათად ვმუშაობ და ამიტომ, ამ კამპანიაზე ჩართვა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო. სასიამოვნო აღმოჩნდა სხვადასხვა ხელწერის ანალოგში შექმნა, მათი არჩევა, შემდეგ კი სხვა ვიზუალური კომპონენტების მისთვის მორგება. მუშაობის პროცესმა კიდევ ერთხელ გამახსენა, თუ რატომ მიყვარს ზაფხული“.
სალომე ხაზარაძე: „ვიფიქრე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ილუსტრაციაში უნდა ყოფილიყო არა უბრალოდ სტილი, არამედ ის განცდა, რომელსაც ნამუშევარი განიჭებს: სიყვარული, სიმსუბუქე, დადებითი ემოციებით სავსე მომენტები და ასევე, ცოტა ნოსტალგიაც. ამიტომ, ვიზუალურად ზღვისა და მზის ჩასვლა-ამოსვლის გამოხატვა გადავწყვიტე.

ჩემი ილუსტრაციის კონცეფციაც ზუსტად ეს არის – სანაპიროზე მზის ჩასვლა და ამოსვლა, ალბათ, ყველაზე ლამაზი, მსუბუქი და მოგონებებით სავსე მომენტია. ახლა ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ მნიშვნელოვანია, შევქმნათ ბევრი მომენტი, რომელიც სინათლითა და სიმსუბუქითაა სავსე. ამისთვის პასტელური ფერები: ცისფერი, ყვითელი, ცოტა მწვანე გამოვიყენე. ძალიან მარტივი ფორმებით გამოვსახე: მზე, მთვარე, ვარსკვლავები და ღრუბლები. სიმსუბუქის შეგრძნების შესანარჩუნებლად, ვიზუალი ფერებითა და ელემენტებით ზედმეტად არ დავტვირთე.
რაც შეეხება კამპანიაში ჩემს ჩართულობას, საკმაოდ სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა. ბრიფი რომ წავიკითხე, ინსპირაცია მალევე მომივიდა, ვინაიდან თემატიკა ჩემთან ემოციურად ახლოს იყო. მარტივად მივხვდი, რა გრძნობა მინდოდა, გამომეხატა. მოკლედ, ყველანაირად ძალიან კარგი პროცესი იყო. მიხარია, რომ მონაწილეობის მიღება შევძელი და იმედი მაქვს, ეს ილუსტრაცია და მთლიანი კამპანია ადამიანებისთვის ერთი დიდი ამოსუნთქვასავით იქნება“.
დათი ჩანადირი: „წარწერა – „დაე, დაიწყოს ყველაზე გრძელი ზაფხული“ – ზღვის ჰორიზონტისკენ მიმავალ გრძელ ბილიკს წარმოადგენს, მზის ცენტრისკენ რომ მიემართება.
სწორედ იქ, სადაც ზაფხულია“.

„დაე, დაიწყოს ყველაზე გრძელი ზაფხული“ თიბისის მიმდინარე კამპანიის მთავარი გზავნილია. კამპანიის, რომელიც ახალი განაცხადის – „სულ შენთანაა“ აუდიტორიამდე ემოციური გზით მისატანად წამოიწყო და აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა მედიუმი შეარჩია. ახალი კოლაბორაციები დაამყარა ფოტოგრაფებთან, მწერლებსა თუ გრაფიკოს-დიზაინერებთან და ილუსტრაციებთან ერთად, მასშტაბური ვიდეონამუშევარიც გაგვიზიარა.
ანა კორძაია-სამადაშვილის ტექსტითა და მისივე ხმით მოთხრობილი აუდიო-ვიზუალური ნამუშევარი არის ოდა იმ ღირებულებებზე, რომელიც ყოველთვის ჩვენთანაა. უფრო ზუსტად, ეს არის მიძღვნა ზაფხულისა და იმ ფასეულობებისადმი, რომელიც ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, მყარი და უცვლელია:
„ყველა ქუჩაზე სალამს მეტყვიან, გაღიმებული ვივლი, არც გავიხსენებ, რას ვეძებ: ბაღებს, ნახატებს, სანოტო რვეულებს, წიგნებს. გაღიმებული ვივლი და ყველა გამიღიმებს…“
დღეს, ბრენდი მომხმარებელს, როგორც ყოველთვის, დროსთან თანხვედრილი გზავნილით ხვდება და ჰპირდება, რომ აქ და ახლა, თიბისი ყველა შესაძლებლობით სულ მასთანაა.
როდესაც თიბისი მომხმარებელს მთავარ ფასეულობებზე ესაუბრება, თავადაც იაზრებს, რა არის მისთვის უპირობოდ მუდმივი ღირებულება, საკუთარი აქ და ახლა? პასუხი მარტივია – თითოეული მომხმარებელი, მხარდაჭერა, ნდობა და ერთგულება, რომელიც ბრენდსა და ადამიანებს შორის უკვე ათწლეულებია, ორმხრივია.
ეს კამპანიაც ხომ – „დაე, დაიწყოს ყველაზე გრძელი ზაფხული“ – თითოეული ჩვენგანის კეთილი ნების, უნიკალური ღირებულებების ასახვაა, რასაც თიბისი მხარდაჭერას გაცხადებული ღირებულებით – „სულ შენთანაა“ – უცხადებს.












