სტატიების ეს სერია უკვე ერთგვარ ტრადიციად გვექცა. ბოლო რამდენიმე წელია, marketer.ge სხვადასხვა გამომცემლობასთან ერთად იმ წიგნების სიას გთავაზობთ, რომლებიც ამა თუ იმ წელს ყველაზე გაყიდვადი იყო საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ, რაც უკვე გაგიზიარეთ „ბიბლუსის” ტოპ-10 წიგნი 2025 წელს, ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობის „სულაკაურის” დროც დადგა.
ქვემოთ შეგიძლიათ გადახედოთ, რომელია 2025 წლის ბესტსელერი წიგნები როგორც ნათარგმნი, ისე ქართული ლიტერატურიდან. სავსებით შესაძლოა, რომელიმე მათგანი თქვენს ბიბლიოთეკასაც შეემატა წელს.












