in

რატომ გვინდა ხოლმე „სულელი“ ტექნოლოგიები?

რამდენადაც ჩვენს ცხოვრებაში არსებულ საგნებს (მაცივრებს, თერმოსტატებს, კარებს და სხვ.) „ჭკვიანს“ ვუწოდებთ, ჩანს, რომ მთელი უსულო სამყარო განმანათლებლობის პროცესს გადის. ძნელია განთავისუფლდე იმ განცდისგან, რომ ასეთი ციფრული მინიმალიზმი მთელ ჩვენს გონებას იპყრობს — ანუ, ცხოვრების გამარტივებასთან ერთად აზროვნებას ვამცირებთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია მოწყობილობები სურვილისამებრ გავთიშოთ და შევწყვიტოთ მათი „ინტელექტუალურობა“, მაგრამ მეორე საკითხია თავად რამდენად გვაქვს მათ გარეშე „ფუნქციონირების“ მზაობა.

ამიტომაცაა, რომ როგორც არ უნდა ვარიდებდეთ თავს თუნდაც მობილურის ხშირ გამოყენებას, მაინც ვერ ვასრულებთ ამას — მას იმდენი საქმის გამარტივება შეუძლია, ცდუნებას ვერ ვუძლებთ. სწორედ ამ მიზეზით შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული „მუნჯი მობილური ტელეფონი“, Light Phone. ეს უკანასკნელი ორიგინალური მოდელია, რომელიც მხოლოდ ზარების განხორციელებითა და მიღებით შემოიფარგლებოდა. 2015 წელს მას „გააზრებულად მარტივ“ მოწყობილობას უწოდებდნენ, რადგან იგი ისეთ ცხოვრებას გვპირდებოდა, რომელშიც მომხმარებლები გონებისა და მხატვრული ნიჭის მაქსიმალურად გამოყენებას შეძლებდნენ.

რეალურად, საქმე მხოლოდ ერთ მოდელს არ ეხება… არამედ, საუბარია ყველასათვის ნაცნობ დიგრესიაზე — ყველაზე, ვინც ციფრული სივრცის შემცირებას ცდილობდა. იმ დროისათვის, როდესაც 2019 წელს მეორე მოდელი გამოვიდა, ტელეფონს შავ-თეთრი სენსორული ეკრანი, ტექსტური შეტყობინებები, მუსიკა, რუკები და გაზიარების აპლიკაციები დაემატა. სარეკლამო მასალაში ხაზგასმული იყო, რომ ეს დანამატები იყო „იარაღები და არა საკვები“. ანუ, საბაბი, რომელიც საკმაოდ საეჭვოდ ჟღერდა.

გამოდის, ყოვლისმომცველი ტექნოლოგიების მიტოვების ყველაზე გულმოდგინე მცელობაც კი რაციონალიზაციაში და შემოქმედებითი ხარვეზების გამოგონებაში გადადის. მაგალითად, ერთ-ერთ სტატიაში ფსიქოლოგი განიხილავდა ქალის შემთხვევას, რომელიც იმდენად დამოკიდებული იყო ახალი ამბების მუდმივად გაცნობის სურვილზე, რომ გადაწყვიტა, ეს ცდუნება დაეძლია. შედეგად, მან ყველა თემატური აპლიკაცია და ბრაუზერიც კი წაშალა. თუმცა მაინც ვერ აირიდა თავიდან ახალი ამბები, რადგან Google Maps-იც კი იძლევა New York Times-ის გაზეთის მთავარ გვერდზე შესვლის საშუალებას. მსგავსი ხრიკები ორმაგად გამოიყენება ჭკვიან ტექნოლოგიებზე.

ამის გათვალისწინებით, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს — შეწყვიტეთ „გასულელების“ შიშთან ბრძოლა და შეეგუეთ მას. დღეს მუნჯი ტექნოლოგიის აღორძინებული ნოსტალგია ხშირად გამოწვეულია არც ისე თანამედროვე სურვილით, რომ ქაოტურ რიტმს დავაღწიოთ თავი. შესაძლოა, ეს კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ მიუხედავად აზროვნების გადინებისა, ბევრ ჩვენგანს უბრალოდ ნაკლები ინფორმაციის მიღება სურს. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული ლოგიკური სარჩულიც აქვს, რადგან ინფორმაციული ნაკადის სამყაროში ბევრ ნეგატივს ვიღებთ. ეს კი ცუდად მოქმედებს როგორც ჩვენს დროებით განწყობაზე, ისე ზოგადად მენტალურ ჯანმრთელობაზე.

წყარო: Wired.com

Microsoft Dynamics CRM — გაზარდეთ გაყიდვები თქვენს სამუშაო პროცესზე მორგებული სისტემის საშუალებით

უდარდელობასა და თავისუფლებასთან ასოცირებული ავტომობილები – კაბრიოლეტების ისტორია