in

„ვაზისუბნის მამული“ – ახალი სასტუმრო მე-19 საუკუნის სასახლეში

სულხან ჭავჭავაძის აღდგენილი მამული, დღეს ,ქართული ღვინის გენეტიკური მეხსიერების ამბავს გიამბობთ. „ვაზისუბნის მამული“ – ეს არის გაცოცხლებული ისტორია, მე-19 საუკუნის აღდგენილი სასახლე, მარანი, კახეთის საუკეთესო მიკროზონებში გაშენებული ვენახები და უნიკალური ენდემური ჯიშებიდან მიღებული საუკეთესო ხარისხის ღვინო.

BOG
BOG

 

ამ ადგილის ისტორია 1869 წელს, თავადი სულხან ჭავჭავაძის დაბადებით იწყება. სულხან ჭავჭავაძე გახლდათ თავისი დროისთვის პროგრესულად მოაზროვნე ქართველი თავადი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი.

სასახლე წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშს. „ვაზისუბნის მამული“ არის „მეორე სახლის“ კონცეფციის სასტუმრო, ადგილი განსაკუთრებული მომენტებისთვის, ბუნებით და ღვინით ტკბობისთვის. სასახლეს გარს აკრავს სულხან ჭავჭავაძის მებაღეების მიერ გაშენებული, ულამაზესი ინგლისური ბაღი, რომელიც სრულად იქნა შენარჩუნებული. აქ 300-მდე ენდემური და არაენდემური ხე – მცენარეა წარმოდგენილი.

სასახლის ირგვლივ ასწლოვან ბაღში, კავკასიონსა და ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედების ფონზე, აუზთან თუ რესტორანში გაქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინოთ ახალი გემოები, ბრენდშეფ ქეთი ბაქრაძის საავტორო გადაწყვეტით, რომელიც ადგილობრივი პროდუქტებისგან მზადდება და ფერმიდან პირდაპირ თქვენს მაგიდაზე ხვდება.

ეწვიეთ„ვაზისსუბნის მამულს“ და იგრძენით თავი განსაკუთრებულად.

პარტნიორის კონტენტი 

Fiat-მა 2 ახალი ჰიბრიდი წარადგინა

#უსმინექართულს: Levi Love Disco-ს ახალი კომპილაციური ალბომი Mambo Records-ზე