in

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სასკოლო და სტუდენტური სამეწარმეო იდეების კონკურსი იწყება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მცირე სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს, რომლის  მიზანია საინტერესო, ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე მოსწავლეებისა და სტუდენტების აღმოჩენა.

პროექტში  ჩართულნი იქნებიან „საბაუნის“ პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლები: იტალიიდან (Università di Roma LUMSA), პოლონეთიდან (Polonia University), საფრანგეთიდან (Université Catholique de Lille), რომლებიც, ერთი მხრივ, კონსულტაციას გაუწევენ კონკურსში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს, მეორე მხრივ, კი საუკეთესო იდეების გამოვლენაში მიიღებენ მონაწილეობას.

სასკოლო სამეწარმეო იდეების კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის უფროსკლასელს (მე-10, მე-11 და მე-12) ან უფროსკლასელებისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია მთელი საქართველოს  მასშტაბით, ხოლო სტუდენტური კონკურსის შემთხვევაში, აპლიკაცია ღიაა მხოლოდ და მხოლოდ   საბაუნის სტუდენტებისათვის. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ბიზნესგეგმის წარდგენა  უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული მოთხოვნების მიხედვით.

„ჩვენი მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად  სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაში  დავეხმაროთ ახალგაზრდებს. სწორედ ამიტომ,  პროექტი, რომელიც უკვე მეორედ ტარდება „საბაუნის“ ორგანიზებით, მოსწავლეებისა და  სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი  გამოცდილების მიღების საშუალებაა.  მათ აქვთ  შესაძლებლობა დაფიქრდნენ, გამოიჩინონ ინიციატივა და  მარტივად შეძლონ საკუთარი იდეის  რეალობად ქცევა“- თამთა მიქაბერიძე, „საბაუნის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი აწესებს 1300 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს სასკოლო (I ადგილი 800 ლარი;

II ადგილი 500 ლარი), ხოლო 1500 ლარის ოდენობის ფულად ჯილდოს (I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი 500 ლარი) სტუდენტური იდეების დასაფინასნებლად.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:

კონკურსანტების რეგისტრაცია და  აპლიკაციების მიღების პერიოდი: 22 აპრილი- 20 მაისი;

საკონსულტაციო დრო –  10 მაისი (დისტანციურ ფორმატში პლატფორმა Zoom-ის საშუალებით);
პრეზენტაცია – 31 მაისი;
დაჯილდოება – 7 ივნისი.

კონკურსის შედეგად შეირჩევა ათი საუკეთესო სასკოლო და ათი სტუდენტური სამეწარმეო იდეა, რომლის შემდეგაც გამოვლინდება 4 გამარჯვებული გუნდი.

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერები NASA-ს ურანის მისიის ჩატარებისკენ მოუწოდებენ

აი, როგორ მუშაობს Medallia-ს მართვის სამსახურის ხელმძღვანელი