in ,

Summer Ad School Camp 2013 იწყება

adcamp

31 ივლისს , უკვე მეორედ  Summer Ad  School Camp  დაიწყება და  31 ივლისიდან- 8 აგვისტოს ჩათვლით კახეთში გაიმართება. მსმენელები და სპიკერები   წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ–მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროში იცხოვრებენ. პირველი ნაწილი სემინარებსა და ვორქშოფებს დაეთმობა, მეორე კი -კრეატიული კამპანია. სამუშაო ენა რუსული და ინგლისური იქნება.

გიორგი მჟავანაძე – პროექტის ავტორი და მენეჯერი.  ძირითადი და განსახილველი თემები იქნება:  სტრატეგია, ადგილმდებარეობის  ბრენდინგი და აიენდტიკა,  ნეიმინგი კოპირაიტინგი კრეატიული კამპანია.

ვინ არიან მომხსენებლები და ლექტორები?

მიხეილ გუბერგრიცი – გრაფიკული დიზაინერი, კონსულტანტი და ლექტორი მოსკოვის კომუნიკაციების აკადემიაში,  LEXICA დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

სვეტლანა მაიბროდსკაია – BBDO- ს კოპირაითერი.

ნიკალს ფრინგს-რუპი იყო  მენეჯერი ისეთ სააგენტოებში, როგორიცაა:  DDB London, TBWA Germany, Springer & Jacoby და  Jung von Matt .

რა დავალებებს მიიღებენ მონაწილეები და რა კრიტერიუმებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა?

   პირველი დღე – სტრატეგიის დღე. (როგორ კეთდება სტრატეგია, რა არის ბრენდის პოზიციონირება, კონკურენტული ანალიზი და ბრენდების პირამიდა). მეორე დღე : დიზაინისა და “ქოფირაითის” დღე. (რა არის ვიზუალური აიდენტიკა, სლოგანები და მისი შექმნის გზები. ქალაქის ან ღვინისთვის კონცეფციის შექმნა, ქალაქისთვის სლოგანის მოფიქრება). შემდეგი დღე: ტერიტორიული ბრენდინგი, საერთაშორისო და რუსული გამოცდილება.(რეგისტრაცია, კრიტერიუმები, სახელწოდების ეფექტურობა).  ღვინისთვის საფირმო სტილის შექმნა ( შეფუთვა,  ეტიკეტი) , საფირმო სტილისა და საკომუნიკაციო სისტემების შექმნა ქალაქისათვის.  მეხუთე დღე დაეთმობა პრეზენტაციებს. მეორე ნაწილი იქნება კრეატიული კამპანია , სადაც მონაწილეებს ნიკლასისგან,  მიეცემათ ბრიფი Future Lions (http://www.futurelions.com/)  ფესტივალიდან, გამარჯვებული მიიღებს 50% ფასდაკლებას Miami Ad School- ის  ჰაბურგის ფილიალში სწავლაზე, რაც  დახლოოებით –  10 000 ევროს შედგენს.

რა ღირს მონაწილეობა?

მონაწილეობა სრულ ღონისძიებაზე (9 დღის განმავლობაში) ღირს 1440 ლარი (შედის მგზვარობა თბილისი– წინანდალი,  წინანდალი– თბილისი, ასევე ცხოვრება,  კვება სამჯერ და საბოლო საღამო), მხოლოდ პირველ ან მეორე ნაწილზე მონაწილეობა ღირს – 720 ლარი

სტუდენტებისთვის  თუ მოქმედებს  გარკვეული  ფასდაკლება?

რა თქმა უნდა,  სტუდენტებისთვის გვაქვს ფასდაკლება, სტუნდეტებს შეუძლიათ დაესწრონ მხოლოდ  Miami Ad School – ის  (ნიკლას ფრინგს-რუპი) დღეებს 6-8 აგვისტო, და გადაიხადონ 200 ლარი (ფასში შედის მხოლოდ  ვორქშოპზე დასწრება, არ შედის იქ ცხოვრება).

რამდენად დიდია მოთხოვნა (უკვე დარეგისტრირებული მსურველების მიხედვით)?

დღეისათვის  70% შევსებულია, აქედან დიდი ნაწილი (60%) სრულ ღონისძიებას ესწრება. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

რას მიიღებენ მონაწილეები ამ ღონისძიებიდან ,  რა იქნება მთავარი ბენეფიტი ?

საშუალება ეძლევათ,  პირადად გაიცნონ მსოფლიოში აღიარებული რეკლამის და ბრენდინგის სპეციალისტები და მიიღონ მათგან რჩევები და ასევე გაიზიარონ მათი გამოცდილება. მონაწილეები მიიღებენ როგორც  პრაქტიკულ, ისე თეორიულ ცონდას, გაეცნობიან თანამედროვე ტენდეციებს და სიახლეებს სარეკლამო და ბრენდიგნის სფეროში, ასევე დაისვენებენ,  გაიცნობენ თავიანთ კოლეგებს და  შესაძლოა  დამკვეთებსაც .

შეგახსენებთ, ღონისძიების ორგანიზატორია ART Factory of Gipa, Miami Ad School-ის მასპინძელი SAKIDEAMSHENI, პროექტის ოფიციალური მარკეტინგული პარტნიორი Marketer.ge

რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/spreadsheet/viewform?formkey=dEFaMl90MG44SnpyMENyeTZkN05kTlE6MA#gid=0

McDonald’s-ის ქეისი

დღის რეკლამა სამსუნგისგან