10
აგვ
2018

„ზაფხულის გულის“ ორი გამარჯვებული ცნობილია! მესამე პრიზი – მოგზაურობა ტაილანდში – ჯერ კიდევ არ გათამაშებულა

10 აგვ 2018

გათამაშება „ზაფხულის გული“ დღეს სრულდება. საგზურები ბალისა და მალდივის კუნძულეზბე უკვე მოგებულია. ორგანიზატორების თქმით, მთავარი პრიზებიდან მესამე – მოგზაურობა ტაილანდში – ჯერ კიდევ არ გათამაშებულა.

 

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ კამპანია, საკმაოდ, წარმატებით მიმდინარეობს. ბევრი ადამიანი ჩაერთო და რაც მთავარია, ბევრმა მიიღო საჩუქარი. მომენტალური პრიზები, რომლებიც მომხმარებელმა გულის ფორმის სიმბოლოების შეგროვებით და გადაცვლით მიიღო, უკვე ამოქმედდა. კინოთეატრს, ბოულინგს, „რია-რიას“ და „გალერია თბილისის“ სხვადასხვა ობიექტებს ყოველდღიურად სტუმრობენ მომხმარებლები მომენტალური პრიზების ვაუჩერებით. სამი მთავარი პრიზიდან, ეგზოტიკური საგზურებიდან მხოლოდ ერთი დარჩა. პირველმა გამარჯვებულმა, რომელმაც ყველაზე სწრაფად შეაგროვა ასო – ბგერებით „ზაფხულის გული“ აირჩია ბალი, მეორემ – მალდივი. ტაილანდის კუნძულები კი კვლავ ელის თავის გმირებს. ბოლო დღეებში მომხმარებელი განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოდ, ბევრ მათგანს მხოლოდ ერთ ასო-ბგერა აკლია. ვნახოთ, ვინ იქნება ეგზოტიკური თავგადასავლის მესამე გმირი“.

გათამაშება „გალერია თბილისში“, 18 ივლისს დაიწყო. კამპანიაზე, სავაჭრო ცენტრისთვის, სარეკლამო სააგენტო Watergunz-მა იმუშავა.

[R]

განხილვა