30
Jul
2012

რუსების თვალით დანახული Summer in Georgia

30 Jul 2012



Marketer-ი კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გამოხმაურებას გთავაზობთ. ამჯერად საქმე ტურიზმს ეხება.უკანასნკელ წლებში შექმნილი ეს ვიდეოკლიპი კარგადაა ცნობილი თქვენთვის, თუმცა საინტერესოა რას ფიქრობენ პროფესიონალები ამ რეკლამის შესახებ.

[youtube http://www.youtube.com/watch?v=R_g–6QH7Mo]

სარეკლამო ვიდეო რუსი ექსპერტების ყურადღების ცენტრშით მოექცა და გთავაზობთ მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

განხილვაში მონაწილეობენ, რუსული სარეკლამო კომპანიის არტ დირექტორი დენის სავჩენკო და МТС  კრეატიული დირექტორი სერგეი ნელოვკინი. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად ორივემ აღნიშნა კლიპის მაღალი სტანდარტი, ისინი მაინც კოლორიტულ საქართველოზე ამახვილებენ ყურადღებას.

დენის სავჩენკო:  რა თქმა უნდა ეს ის საქართველო არაა რომელიც ჩვენს მეხსიერებაშია შემორჩენილი. . . ამ კლიპში ვერ დავინახე  დანელიას დახვეწილი ქართული  იუმორი. მე ვერ ვხედავ ქართულ სულს, სად არიან ქართველი მამაკაცები რომელთა გრძნობები სიხარულით, იუმორით და სიყავრულითაა სავსე. სად არიან ქართველი ამაყი და გრაციოზული ქალები?

აქ მხოლოდ ლამაზი და ფორმალური კადრების მიმდევრობაა.

დიდება ფულს! კლიპი მხოლოდ ბიუჯეტია და მეტი არაფერი. BBC და CNN სავსეა ზუსტად ასეთი, ჯერ კიდევ დაუპიარებელი, ტურისტული ზონების რეკლამით.  დიახ, დიახ, მართალია ეს ყველაფერი ტურისტებზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ რა ვქნათ მათ, ვინც ვიცით რა არის ნამდვილი ქართული სული. არა! წავედი ისევ დანელიას ”მიმინოს” ვუყურებ…

 

სერგეი ნელოვკინი:  ჯამში მშვენიერი კადრებია, მშვენიერი მონტაჟი… კადრების თანმიმდევრობა ერთ მთლიან იდეას ემსახურება. დიახ, ყველაფერი ძალიან კარგად და ხარისხიანად არის გაკეთებული, მაგრამ ვუყურებ და გული მტკივა, კლიპში არაფერია ქართული. ალბათ ეს ყველაფერი გააკეთეს მათთვის ვინც არ იცის საქართველო, ნანახი არ აქვს რას ნიშნავს ქართული კოლორიტი. რატომ უნდა იყოს ქართული სანაპირო ისეთი, როგორიც თურქებს უკვე აქვთ, რატომ უნდა იყოს საქართველო აზარტული თამაშების და გასართობი ცენტრი, როდესაც უამრავი ქვეყანას იგივე მომსახურეობა აქვს. რატომ? რატომ???…  შემიძლია კიდევ მრავალჯერ ვიკითხო. არ ჩანს საქართველო, არც კადრებში, არც მუსიკაში, არაფერში… არ არის აქ ჩემი ბავშვობის ახალგაზრდა, ბობოქარი სულის, დიდი ტრადიციის,  ქართული ხავერდოვანი აქცენტის საქართველო….

 

 

თქვენ რას რას იტყვით, მოგეწონთ კლიპი? და რა კომენტარს გააკეთებდით რუსი ექსპერტების მოსაზრებებთან დაკავირებით?

განხილვა

2 Responses

  1. says:

    ეს კლიპი მართლა არაა გათვლილი რუსეთისთვის,სანამ მარკეტოლოგები გაჩნდებოდნენ საქართველოში იყო ასეთი გამოთქმა,ყველა ვაგონს თავისი კლიენტი ყავს.

  2. anuka says:

    რუსების ლანძღვა–გინება არ არის მგონი მაინცდამაინც კარგი საქციელი. ვერც იმას ვიტყვით, ისინი 100% მართლები არიან თუ პირიქით. აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: ჯერ ერთი – ეს კლიპი არ არის რუსული ბაზრისთვის გათვლილი. მათ სხვანაირი საქართველო ახსოვთ: ,,ხაჭაპური”; ულვაშიანი და ,,იპოდრომანი” კეთილი ქართველი კაცები, თავიანთი ბანჯგვლიანი ტემპერამენტით. მოკლედ, ისინი საქართველოში კვლავ თავიანთ საბჭოთა ბავშვობას ეძებენ, ეს იმიტომ კი არა, რომ ბოღმიანები არიან, უბრალოდ სხვანაირი საქართველო სამწუხაროდ არ უნახავთ. ეს კლიპი გათვლილია დასავლეთზე როგორც ვხვდები. 1 წუთში ახლა ვეფხისტყაოსანს და ლაშარის ხატის ისტორიას ვერ მოყვებოდნენ. ცოტ–ცოტა ყველაფრის ჩატევა მოინდომეს.
    მე იმ მინუსს აღვნიშნავ, რომ ძალიან ჭრელია ეს კლიპი, ზედმეტად ბევრის ჩატევა მოისურვეს 1 წუთში და მგონი იმ ადამიანისთვის, ვინც საქართველო რა არის, არ იცის, ცოტა გაუგებარი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published.