in

Summer Refill Day ბათუმში – ნაყინი, თავის მოვლის პროდუქტები და გარემოზე ზრუნვა ერთ სივრცეში

ზაფხულის ცხელ დღეებში კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ზღვისპირა ქალაქს. 16 აგვისტოს, 16:00-დან 21:00 საათამდე, ლუკა პოლარეს ბათუმის ფილიალში, 6 მაისის პარკთან, გაიმართება Summer Refill Day, რომელიც ნატურალურ ნაყინს, შენს საყვარელ თავის მოვლის პროდუქტებსა და გარემოზე ზრუნვას აერთიანებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN, The Body Shop და ლუკა პოლარე ერთად ქმნიან სივრცეს, რომლის მიზანია ადამიანებს რეფილის სისტემის უპირატესობები უკეთ გააცნოს.

„გემრიელი შენთვის, სასარგებლო დედამიწისთვის“ – ამ მთავარი გზავნილით, ღონისძიება სთავაზობს სტუმრებს არა მხოლოდ ნაყინს საჩუქრად, რეფილის პროდუქტების შეძენისას, არამედ საშუალებას აძლევს, გახდნენ უფრო ეკომეგობრულები ყოველდღიურ ცხოვრებაში. ღონისძიებაზე დაგხვდებათ The Body Shop-ის რეფილის კუთხე, სადაც შესაძლებელი იქნება საჩუქრად მიიღოთ მრავალჯერადი გამოყენების ალუმინის ბოთლები და შეავსოთ სხვადასხვა პროდუქტით – შამპუნით, შხაპის გელითა და თმის კონდიციონერით.

და მაინც, რატომ უნდა ეწვიოთ Summer Refill Day-ს ბათუმში? იმიტომ, რომ ერთ სივრცეში შეძლებთ მიიღოთ სიამოვნება, იზრუნოთ საკუთარ თავზე და ამავდროულად გადადგათ ნაბიჯი უფრო მდგრადი მომავლისკენ. დეტალებზე CENN-ის, The Body Shop Georgia-სა და ლუკა პოლარეს წარმომადგენლები გვესაუბრნენ.

M: რატომ გადაწყვიტა CENN-მა, ევროკავშირთან ერთად, Summer Refill Day-ის მხარდაჭერა და რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ღონისძიებებს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით?

მარიამ ღლონტი, CENN-ის კომუნიკაციების მენეჯერი: CENN უკვე 27 წელზე მეტია მუშაობს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე და ამ მიმართულებით პრაქტიკული, ყოველდღიურ ცხოვრებაში ადვილად განსახორციელებელი ჩვევების დანერგვაზე. Summer Refill Day არის კარგი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მომხმარებელმა შეამციროს ერთჯერადი პლასტმასას მოხმარება და შეარჩიოს ეკომეგობრული ალტერნატივა – ამ შემთხვევაში, The Body Shop-ის ხელახალი შევსების (რეფილის) სისტემა, რაც გულისხმობს ერთჯერადი პლასტმასას შეფუთვის ნაცვლად ალუმინის ბოთლის არჩევას, რომლის გამოყენებაც მრავალჯერადად იქნება შესაძლებელი. პროდუქტის ამოწურვის შემდეგ, მომხმარებელი ბოთლს ავსებს სასურველი პროდუქტით და იხდის მხოლოდ შიგთავსის ღირებულებას – რაც ამცირებს როგორც ნარჩენებს, ისე მომხმარებლის ხარჯებს.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ ვცდილობთ, მსგავსი ინიციატივებით ადამიანებს ვაჩვენოთ, რომ გარემოზე ზრუნვა შეიძლება იყოს არა მხოლოდ საჭირო, არამედ სასიამოვნო, სახალისო და ხარჯების დამზოგავი პროცესიც.

M: რა გავლენას ახდენს რეფილ პროდუქტების გამოყენება გარემოზე და თქვენი ხედვით, როგორ შეძლებს ეს ღონისძიება ხალხის დამოკიდებულების შეცვლას ერთჯერადი პლასტმასას მიმართ?

მარიამ ღლონტი: რეფილის სისტემის გამოყენება ამცირებს ერთჯერადი შეფუთვის გამოყენებას, რაც ნიშნავს ნაკლებ პლასტმასას ნაგავსაყრელზე და გარემოს დაბინძურების შემცირებას. როდესაც მომხმარებლები თავად ხედავენ, რამდენად მარტივია ბოთლის ხელახლა გამოყენება და რამდენად კომფორტული და ბიუჯეტურია ასეთი სერვისი, სურვილი უჩნდებათ, რომ მსგავსი ჩვევები ყოველდღიურობაში დანერგონ.

16 აგვისტოს, Summer Refill Day შექმნის ამ გამოცდილებას – The Body Shop და Luca Polare ერთ სივრცეში გააერთიანებენ დადებით ემოციებს, ზაფხულის განწყობასა და ეკომეგობრულ ქცევას. გრძელვადიან პერსპექტივაში, გვჯერა, რომ ეს ძლიერი მოტივატორი გახდება მომხმარებლებისთვის და სხვა კომპანიებისთვისაც, რომ ცირკულარული მიდგომები ყოველდღიურობაში დანერგონ.

M: რას სთავაზობს The Body Shop მომხმარებლებს 16 აგვისტოს ღონისძიებაზე და რატომ არის რეფილის კონცეფცია კომპანიისთვის მნიშვნელოვანი?

ანაბელა გორელაშვილი, The Body Shop Georgia-ს მარკეტინგის სპეციალისტი: 16 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებაზე ყველა მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს ხელახალი შევსების სისტემას – ჩვენს რეფილის სტენდს. მათ დახვდებათ მრავალფეროვანი საჩუქრები და შეთავაზებები. ჩამოსასხამი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მრავალჯერადი გამოყენების ალუმინის ბოთლს მიიღებენ საჩუქრად. ამასთან ერთად, ყველა ის მომხმარებელი, რომელიც პროდუქტს შეიძენს, ლუკა პოლარეს ნაყინს მიიღებს.

M: რა ტიპის პროდუქტების შევსება იქნება შესაძლებელი ღონისძიებაზე და რატომ უნდა აირჩიონ მომხმარებლებმა რეფილის პროდუქტები ტრადიციულის ნაცვლად?

ანაბელა გორელაშვილი: მომხმარებელი შეძლებს რეფილის ფორმატში შეიძინოს: შამპუნი, შხაპის გელი და თმის კონდიციონერი. The Body Shop-ის რეფილის პროდუქტები გვეხმარება პლასტმასას მოხმარების შემცირებაში და გარემოს დაცვაში. ამასთან ერთად, შესაძლებელია ალუმინის ბოთლის ხელახლა შევსება თქვენი საყვარელი პროდუქტით, რაც პრაქტიკული და ეკო-მეგობრული გადაწყვეტილებაა.

M: რატომ გადაწყვიტა ლუკა პოლარემ მსგავსი ეკომეგობრული ღონისძიების მასპინძლობა და როგორ დააკავშირეთ გარემოსდაცვითი ინიციატივა თქვენს სოციალურ პასუხისმგებლობასთან?

ანანო ეზიეშვილი, ლუკა პოლარეს მარკეტინგის ხელმძღვანელი: ლუკა პოლარე ყოველთვის ცდილობს თავისი საქმიანობა დაუკავშიროს იმ ღირებულებებს, რომლებიც მნიშვნელივანია ბრენდისთვისა და მისი მომხმარებლისთვის. გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობთ დავნერგოთ ეკომეგობრული მიდგომები, ნაყინის წარმოებით დაწყებული, ყოველდღიური ოპერაციებით დასრულებული.

ბოდი შოპთან და CENN-თან ერთად დაგეგმილი წამახალისებელი აქტივობა საშუალებას გვაძლევს, ეს ღირებულება პრაქტიკაში ვაჩვენოთ: ერთდროულად შევუქმნათ ადამიანებს პოზიტიური გამოცდილება და გავაღვიძოთ ცნობიერება პლანეტის მიმართ პასუხისმგებლობაზე. სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს არა მხოლოდ გემრიელი და 100%ით ნატურალური ნაყინის მიწოდებას, არამედ იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან ყველასთვის.

M: როგორი ატმოსფერო და შეთავაზებები დახვდებათ სტუმრებს 16 აგვისტოს ლუკა პოლარეში და რატომ არის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი სწორედ ახლა?

ანანო ეზიეშვილი: ზაფხული და ბათუმი ყველაზე კარგი დროა, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მივაწვდინოთ ჩვენი სათქმელი. ამავდროულად, ზაფხულში გემრიელი ნაყინით ტკბობაც ყველასთვის სასიამოვნო პროცესია.

სტუმრებს დახვდებათ თბილი და სასიამოვნო ატმოსფერო, სავსე პოზიტიური ემოციებით. მათთვის მზად იქნება სპეციალური შეთავაზებები Luca Polare-სა და Body Shop-გან – საჩუქრად ნაყინის ბურთულა და შესაძლებლობა, ამავდროულად, იზრუნონ გარემოზე. კამპანიის მთავარი სათქმელიც ხომ ასეთია – გემრიელი შენთვის, სასარგებლო დედამიწისთვის!

კამპამია Summer Refill Day ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით.

[R]

გამარჯვებული კადრები „ფერადი ფოტოების კონკურსიდან“

საოჯახო სასტუმროების მედეგობის გაძლიერება კატასტროფების მიმართ საქართველოს მთიან რეგიონებში