in

მზის „უჩვეულო ქცევა“ თანამგზავრების ვარდნას უწყობს ხელს

ადამიანების უმრავლესობა ვერც კი წარმოიდგენს, რომ თანამგზავრებს ვარდნის საშიშროება აქვს. თუმცა ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანახმად, ეს სრულიად შესაძლებელია. საუბარია სიახლეზე, რომლის მიხედვითაც, ESA-ს მეცნიერებს მოუწიათ, Swarm თანამგზავრები საწყის პოზიციამდე „აეწიათ“, რადგან არასტაბილური კოსმოსური ამინდის გამო ნელ-ნელა დაბლა ეშვებოდა.

M2
M2

აღნიშნული თანამგზავრები დედამიწის მაგნიტურ ველს 2013 წლიდან ზომავს და, როგორც აღმოჩნდა, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში დაახლოებით 2,5 კილომეტრით ეშვებოდა დაბლა (დედამიწისკენ). ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი კი გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც ვარდნის სიჩქარემ დეკემბრიდან აპრილამდე 20 კილომეტრს მიაღწია.

მართალია, ყველა თანამგზავრი ორბიტაზე ყოველთვის დაღმავალი წევის წინაშეა, თუმცა ESA-ს თანახმად, კოსმოსური ამინდი კიდევ უფრო ამძაფრებს ვარდნას. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო კოსმოსური სადგური მუდმივად შესაბამის მანევრებს ახორციელებს, რათა თანამგზავრები ორბიტაზე, საკუთარ პოზიციებზე დარჩეს და მწყობრიდანა გამოსვლა თავიდან აიცილოს.

მთლიანობაში, გასული შემოდგომიდან მოყოლებული მზე „საკმაოდ უცნაურად იქცევა“ და, შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდებოდეს თანამგზავრების ამგვარი პრობლემაც.

ნახეთ: კანადის ყინულის გამოქვაბულების ფოტოები

როგორ დაგვეხმარა Glovo განვითარებაში – აზიური სწრაფი კვების ქსელი Ukve