18
Jul
2019

სარწყავი სისტემა, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს – ალტერნატივა ფერმერებისთვის

18 Jul 2019

კომპანია Khethworks, ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსარწყავად, მზის ენერგიაზე მომუშავე საირიგაციო სისტემას სთავაზობს. CNN-ის ინფორმაციით, ეს კონსტრუქცია, პანელების საშუალებით იზიდავს მზის სხივებს, მიღებული ენერგიით კი, სპეციალური სატუმბი წყალს ქაჩავს. შესაბამისად, არც ძრავი და არც საწვავი საჭირო არ არის.

 

Khethworks, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) პროექტის სახით შეიქმნა. მოგვიანებით, ინდოეთში, მუმბაის სამხრეთ ნაწილში, დამოუკიდებელ კომპანიად დარეგისტრირდა, სადაც სოფლის მეურნეობაში განახლებადი მზის ენერგიის გამოყენებას მხარს ხელისუფლებაც უჭერს. CNN-ის ცნობით, თუ ახლა ქვეყანაში, მზის ენერგიის წილი, საერთო ენერგო რესურსების 8%, ანუ 30 გიგავატია [1 გიგავატი = 1 000 000 000 ვატი], მთავრობას სურს, რომ 2022 წლისთვის ეს მაჩვენებელი 100 გიგავატამდე გაიზარდოს.

„სოფლის მეურნეობის, კერძოდ კი სასოფლო სამეურნეო კულტურების მოყვანით ინდოეთში მილიონობით ადამიანი ირჩენს თავს. თუმცა, დიდი გვალვების გამო, ბოლო პერიოდში, სარწყავი საშუალებების ძებნა – წვიმის წყალი სწრაფად ორთქლდება. ამიტომ ფერმერები, იძულებულები არიან, სარწყავად, უწევთ ძვირი და თანაც, სოფლის მეურნეობისთვის არც თუ უსაფრთხო დიზელზე მომუშავე სატუმბები გამოიყენონ. Khethworks-მა მზის ენერგიაზე მომუშავე საირიგაციო სისტემა შექმნა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს, რეგულარულად მორწყან მოსავალი და არ იყვნენ დამოკიდებულები ძვირადღირებულ საწვავსა და სეზონური წვიმებზე“.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი კეტრინ ტეილორი ამბობს, მზის ენერგია იდეალურია ირიგაციისთვის. სატუმბით, იმ რაოდენობით წყალს მიიღებთ, რაც ნარგავებს სჭირდება.

Photo by Katherine Taylor/ MyGov Innovation

Khethworks-ის სარწყავი სისტემის მოწყობა და ინსტალაცია, $540 ღირს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ესეც კი იაფია, რადგან ფერმერი საწვავის ფულს არ იხდის. კომპანიას, განვადების სისტემაც აქვს.

პატარა, პორტატული სატუმბ მოწყობილობას მოწყობილობას ფერმერები მშენებლობაზეც იყენებენ და ხშირად, აქირავებენ კიდეც, რითიც, კეტრინ ტეილორის თქმით, ისინი ალტერნატიულ შემოსავალსაც იღებენ.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე ფერმერებს გაფართოებაში და შესაბამისად, მოყვანილი სასოფლო სამეურნეო კულტურების რაოდენობის გაზრდაში“, – ამბობს Khethworks-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

სოფლის მეურნეობაში, ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე სარწყავი სისტემა, თავისთავად, საინტერესოა საქართველოსთვისაც, სადაც ოფიციალური მონაცემებით [ 2014 წლის აღწერა], მეურნეობების სარგებლობაში 787.7 ათასი ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწაა. მათ შორის – 86.5% (681.1 ათასი ჰა) შინამეურნეობების, ხოლო 13.5% (106.6 ათასი ჰა) იურიდიული პირების სარგებლობაში.

 

განხილვა