ქიმიურ დაბინძურებას დიდი გავლენა აქვს არა მხოლოდ ჰაერსა და ოკეანეებზე, არამედ ადამიანებზეც. ჩვენ გაუცნობიერებლად განვიცდით ისეთი ტოქსიკური მასალების უარყოფით ზემოქმედებას, რომელსაც მომავალ თაობებს გადავცემთ… მაგალითად, იცოდით, რომ ჰორმონების დამრღვევი ქიმიკატები ჰაერსა და წყალთან ერთად ბავშვის საკვებსაც აბინძურებს?
მიუხედავად ევროკავშირის დაპირებისა, რომ დაიცვას ჩვილები ენდოკრინული მოშლის (ED) ქიმიკატებისაგან და აკრძალოს მათი გამოყენება ბავშვის ბოთლებში, ასეთი ნივთიერებები კვლავ გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა სარეცხი საშუალებები და კოსმეტიკა. თავის მხრივ, ეს მოქმედებს დედის რძეზე და, შესაბამისად, ბავშვის კეთილდღეობაზე. (თუმცა მეცნიერების თქმით, დედის რძე შეუცვლელ, უნიკალურ პროდუქტად რჩება, რომელსაც ბავშვისთვის ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს).
დედის რძეში ქიმიკატების „გლობალური საფრთხის“ შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ეკოლოგიურად არატოქსიკური საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული მწარმოებელი, Clovin, ავრცელებს „პოტენციურად ტოქსიკურ, მაგრამ სრულიად ლეგალურ“ სუნამოს. My First Poison შეიქმნა FCB & theMilkman-ის დახმარებით და წარმოდგენილია ვარდისფერი სურნელოვანი ბოთლით.
გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ED არ არის სრულად რეგულირებული ევროპასა და აშშ-ში. ეს ქიმიკატები მნიშვნელოვნად მოქმედებს ჰორმონებზე და შესაძლოა, საშიში იყოს როგორც ორსულობისას, ისე ბავშვის სიცოცხლის პირველ წლებში.
ამ ნივთიერებების ყოველდღიური ნივთებიდან ამოღების მცდელობისას, ბრენდი უხილავს ხილულს ხდის ამ ქიმიკატების შხამიან სურნელად გარდაქმნის… იგი შექმნილია მხოლოდ სავარაუდო ED-ების გამოყენებით კოსმეტიკასა და დედის რძეში ნაპოვნი სარეცხი საშუალებებიდან.
მართალია, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ED ვერ აღწევს ჩვენს სხეულში, კლოვინის ექსპერიმენტი საპირისპიროს ამტკიცებს.
ქიმიური დამაბინძურებლების წინააღმდეგ ბრძოლა ეხება არა მხოლოდ გარემოს, არამედ ჩვენს სხეულს და ჩვენი შვილების სხეულს. მავნე, მაგრამ ლეგალური ინგრედიენტებისგან დამზადებულ სურნელს თან ახლავს პეტიცია, რომლითაც ევროპარლამენტს სთხოვდა, წარმოედგინა მკაფიო ინფორმაცია პროდუქტის ეტიკეტზე, რათა მომხმარებლებს, განსაკუთრებით დედებს, შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ მათ მიერ შეძენილ პროდუქტებზე.