25
Aug
2017

სუნამოს ტრადიციული ვიდეორგოლების პაროდია McDonald’s-ისგან

25 Aug 2017



სააგენტო Leo Burnett-მა McDonald’s-ისთვის სუნამოს ტიპური სარეკლამო ვიდეორგოლების სახალისო და ამასთანავე, მიმზიდველი პაროდია გააკეთა. რგოლში ყველაფერია, რასაც ძვირადღირებული სუნამოს რეკლამაში ვართ მიჩვეული – გრძელ მიმზიდველ კაბაში გამოწყობილი ლამაზი და მუდამ სადღაც მიმავალი ქალბატონი, მის კვალდაკვალ სიმპათიური მამაკაცი, ღამის ქუჩები, რომანტიკა და არც მეტი, არც ნაკლები – ბურგერი.

 

განხილვა