in

ქართულმა ფილმმა Sundance-ის კინოფესტივალზე გაიმარჯვა! ინტერვიუ რეჟისორთან

„სანდენსის“ 2018 წლის კინოფესტივალზე, მოკლე დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში, თამთა გაბრიჩიძის ფილმმა „სოვდაგარი“ გაიმარჯვა. ფილმის მთავარი პერსონაჟი – გელა, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მეორად ტანსაცმელს ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან ყიდის და ვაჭრობს ისეთ ადგილებში, სადაც „ევროც, დოლარიც და ლარიც არის კარტოფილი“. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ „სოვდაგარის“ დისტრიბუციის უფლება მსოფლიოში უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა „ნეტფლიქსმა“ შეიძინა. „სანდენსის“ საერთაშორისო კინოფესტივალი აშშ-ში, იუტას შტატში, ყოველწლიურად ტარდება. 46 660 დამსწრეთი (2016 წლის მონაცემი), ეს არის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ფილმის ფესტივალი აშშ-ში. რა გზა გაიარა ქართულმა დოკუმენტურმა ფილმმა საერთაშორისო ფესტივალში გამარჯვებამდე – ამ და სხვა საკითხებზე მარკეტერი „სოვდაგარის“ რეჟისორს – თამთა გაბრიჩიძეს ესაუბრა:

BOG
BOG

M: როგორია თქვენი, როგორც რეჟისორის გამოცდილება?
გადაღებული მაქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი. უკვე რამდენიმე წელია ვმუშაობ სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტზე „სექტემბერი“.

M: როგორი იყო „სოვდაგარზე“ მუშაობის პროცესი? 
სოვდაგარზე მუშაობა, როგორც სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტზე, 2016 წელს დავიწყე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ფილმის სრულმეტრაჟიან ვერსიად გადაღება ვერ მოხერხდა, საკმარისი თანხები ვერ შევაგროვეთ, ამიტომ, პროექტის შემოკლება გადავწყვიტე და პირველი არხის კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, ტელე-ბლოგში, სადაც გავიმარჯვეთ და სოვდაგარი გადავიღეთ ტელე-ბლოგად. იქიდან გამომდინარე, რომ პროექტზე დიდი ხანი მქონდა ნამუშევარი, ის ხუთი დღე რომელიც გადასაღებად გამოგვიყო ტელე-ბლოგმა, საკმარისი აღმოჩნდა მასალის მოსაგროვებლად.

M: რა გზა გაიარა ფილმმა საერთაშოისო აღიარებამდე? როგორ მოხვდით ფესტივალზე?
ფილმი გავაგზავნე ტორონტოში, ჰოთ დოქს ფესტივალზე, სადაც, წინა წელს, პროექტით ვიყავი მიწვეული. საბედნიეროდ, ფილმი კონკურსში აირჩიეს და შემდეგ, უკვე გაიმარჯვა კიდეც. ეს ძალიან დიდი და მაშტაბური ფესტივალია, იქ გამარჯვების შემდეგ უამრავი კომპანია შემეხმიანა და თანამშროლობა, საბოლოო ჯამში, ნეთლიქსთან გადავყვიტე. „სანდენსი“ მეორე ფესტივალია, სადაც ფილმი კონკურსში მონაწილეობდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქაც შეძლო პრიზის მოპოვება.

M: რა მოლოდინებს და პერსპექტივას გიჩენთ „სანდერსის“ კინოფესტივალზე მოპოვებული წარმატება?
იმედს, რომ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებას შევლებ, იმ სცენარის მიხედვით, რომელზეც უკვე ორ წელზე მეტია ვმუშაობ.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/214634112400767/videos/214636562400522/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

4 წუთში მოკვარახჭინებული #გურია2018-ის საიმიჯო ვიდეორგოლი

სერვისი და “ჰოსფითალითი” ანუ რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს?