20
Dec
2019

კვირა, როგორც ორშაბათი – როგორ გადავეჩვიოთ დასვენების დღეებში მუშაობას

20 Dec 2019

კვირა დასვენების დღეა, თუმცა, ხშირად ეს დღე ზოგისთვის “ახალი ორშაბათი” ხდება ხოლმე. ისინი უარს ამბობენ დასვენებაზე და კვირასაც აგზავნიან მეილებს, იღებენ ინვოისებს, პასუხობენ კითხვებს და ა.შ შეიძლება, ეს იმიტომ ხდება, რომ ტექნიკას დღის განმავლობაში ვერ ვშორდებით და მომენტალურად/თავისთავად გვიწევს ამ ყველაფრის კეთება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

რეალურად, ზედოზირებული მუშაობა უარყოფითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე – სულიერ ჯანმრთელობაზეც. ბალანსის პოვნა მნიშვნელოვანია კარიერის ნებისმიერ დონეზე – მნიშვნელობა არ აქვს, დამწყები ხართ თუ სტაჟიანი. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად კი 4 მარტივ რჩევას გთავაზობთ:

მორჩით მსხვერპლშეწირვას

არაფერია იმაში ცუდი, თუ მთლიან დღეს მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმობთ და სამსახურზე არ იფიქრებთ. ეს მნიშვნელოვანია თქვენი ფიზიკური, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობისთვის ისევე, როგორც თქვენი პროდუქტიულობისა და შემოქმედებითობისთვის. თქვენმა თანამშრომლებმა და კოლეგებმა კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ ენერგიების აღდგენა გჭირდებათ.

იმისთვის, რომ ამგვარ მსხვერპლშეწირვაზე არ იფიქროთ, აუცილებლად უნდა დააიგნოროთ მსგავსად მოაზროვნე ადამიანები და ნეგატიური აზრები.

დასვენების დღეებში სამუშაო გარემოსგან დისტანცირებულად იყავით

ეცადეთ, მოშორებულად იყოთ სამუშაო გარემოსგან, რადგანაც მასთან ახლოს ყოფნა გიბიძგებთ, მინიმალური საქმე მაინც გააკეთოთ, რასაც შემდეგ მრავალსაათიანი მუშაობა შეიძლება, მოჰყვეს. ერთი მეილის გადაგზავნას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე – ასეთ დროს, პატარა საქმეები იმდენად გაგვიტაცებს ხოლმე, რომ ბოლოს დასვენების დრო სრულად გვერთმევა. თუკი თქვენი სამუშაო გარემო სახლია, მაშინ ეცადეთ, გახვიდეთ გარეთ და თქვენთვის კომფორტულ გარემოში განიტვირთოთ.

იფიქრეთ მათზე, ვისაც დასვენების დღეებში მუშაობისას უკავშირდებით

ფრილანსერებისთვის ხანდახან დასვენების დღეებში მუშაობა გარდაუვალია. ხდება ხოლმე ისე, რომ ისინი ამ დღეებში მათთვის საჭირო პირებს უკავშირდებიან მაშინ, როცა ეს ადამიანები ისვენებენ. მათთვის ხელის შეშლა ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ მათაც სამუშაო პროცესში რთავთ, რაც ხშირად გამაღიზიანებელი ხდება ხოლმე. ამიტომაც, თუკი საკუთარ თავს არ უთმობთ დროს, იფიქრეთ, რომ სხვა მაინც აკეთებს ამას და დაუწესეთ თავს ბარიერები.

დაგეგმეთ ორშაბათი პარასკევს

ხშირად კვირას მუშაობის მიზეზი ხდება ის, რომ ზოგს უნდა, მთელი კვირა ადრიანად დაგეგმოს. კვირის განმავლობაში კი იმდენი რამ ხდება, რომ ფიზიკურად ძალიან დიდ დროს მოითხოვს ეს დაგეგმვა. იმის მაგივრად, რომ თავს დრო არ წაართვათ, დაგეგმეთ კვირა პარასკევს და ორშაბათს მშვიდად შეხვდით. ამით არაფერი დაშავდება, მით უმეტეს, რომ წინ წაგდებულ საქმეზე სასიამოვნო არაფერია..

წყარო: Inc



განხილვა