in

Super App-ისა და Visa-ს ყოველდღიურ გათამაშებას უკვე 50-ამდე გამარჯვებული ჰყავს

1-ელი მარტიდან Super App-ის მრავალფუნქციურ აპლიკაციაში ყოველდღიური გათამაშება დაიწყო, რომელსაც ის Visa-სთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. გათამაშება აპლიკაციის ყველა მომხმარებელზე ვრცელდება, ამიტომ, თუ Super App გახსენით, დიდი შანსია, რომ სადმე თქვენთვისაც იყოს დამალული ისეთი საჩუქრები, როგორებიცაა:

  • Apple iPhone 15 Pro Max
  • Sony PlayStation 5
  • Apple Watch Series 9
  • 5 000₾-იანი 2 კაციანი საგზური
  • 500₾-იანი TKT Fly-ის ვაუჩერი

ჯერ მხოლოდ ნახევარი თვეა გასული და გათამაშებას უკვე 50-ამდე გამარჯვებული ჰყავს, თავად აპლიკაციამ კი IOS-ისა და Android-ის რანკინგში მოწინავე ადგილები დაიკავა. ამ სიახლის შესახებ სასაუბროდ Super App-ის Product Owner-ს, ნოდარ ქებაძეს მივმართეთ:

M: პირველ რიგში, მოგვიყევით სუპერ აპის შედეგებზე, რა პოზიციებს იკავებს აპლიკაცია Play Store-სა და APP Store-ში?

Super App-ისა და Visa-ს ყოველდღიური გათამაშების გარკვეულ პერიოდში დაფიქსირდა გარღვევა, საქართველოს რეგიონში სუპერ აპმა პირველი ადგილი დაიკავა და გადაუსწრო ისეთ მსოფლიოში ცნობილ და პოპულარულ აპლიკაციებს, როგორებიცაა: Facebook, Instagram, Messenger, Whatsapp, Youtube, Viber, Tik-Tok და სხვა.

ქართული აპლიკაციებისთვის მსგავს გლობალურ ბრენდებთან კონკურენციის გაწევა ნიშნავს, რომ აპლიკაცია სწორი მიმართულებით ვითარდება და მისი ხარისხი Apple-ისა და Google-ის მოთხოვნებს შეესაბამება. ამ შედეგის მისაღწევად კი 24 საათის განმავლობაში ზრუნავდა როგორც უშუალოდ დეველოპმენტის გუნდი, ასევე სხვადასხვა მიმართულების მრავალი პროფესიონალი მთელი „თინეთის” მასშტაბით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პარტნიორი (VISA), ვინც გვერდში გვიდგას აქტივობის სწორად წარმართვაში. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ მაღალი ხარისხის აპლიკაცია სულაც არის საკმარისი და მომხმარებლამდე სწორი ინფომრაციისა და მესიჯების მიტანა არანაკლები გავლენის მატარებელია, როცა საქმე აპის პოპულარობას ეხება.

M: როგორია გათამაშებაში მონაწილეობის პირობები და რამდენად მაღალია ჩართულობა?

გათამაშების წესები ძალიან მარტივია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც დარეგისტრირდება ან გაივლის ავტორიზაციას თინეთის სხვა პლატფორმის ანგარიშით. გათამაშება შემთხვევითობის პრინციპით მიმდინარეობს და სხვადასხვა კატეგორიაში ძიებისას, დღეში 3 მომხმარებელი სასაჩუქრე ყუთს პოულობს, შესაბამისად, ყოველდღიურად 3 პრიზი თამაშდება. სასაჩუქრე ყუთის აღმოჩენის შემდეგ, საჭიროა ყუთზე თითის დაჭერით გახსნათ საჩუქარი, 1-თეთრიანი ტრანზაქციის წყალობით გაატაროთ თქვენს პროფილზე მიბმული ვიზას ბარათი და მოგებული პრიზი იქვე გამოგიჩნდებათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, აქტივობა ძალიან მაღალია. ზოგადად, სუპერ აპი საკმაოდ ახალგაზრდა პროდუქტია და კარგი ზრდის ტემპი ახასიათებს, მაგრამ გათამაშების დაწყების პირველივე დღიდან, რა თქმა უნდა, მომხმარებლის რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ჯერ მხოლოდ ½-ია გასული, თუმცა გამარჯვებულები უკვე გამოვავლინეთ და პროცესი კვლავ გრძელდება. 

M: მოგვიყევით სუპერ აპის შესახებ, რით განსხვავდება იგი სხვა აპლიკაციებისაგან და რამდენად მოსახერხებელია მისი გამოყენება?

სუპერ აპის კონცეფცია სრულად პასუხობს თანამედროვე სამყაროში არსებულ იმ გამოწვევებს, რომელსაც მომხმარებელი ციფრულ სივრცეში ყოველდღიურ ჭრილში ხვდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მუდმივად მზარდი, მრავალფეროვანი ონლაინსერვისებისა და პროდუქციის გამოჩენასთან ერთად, მომხმარებელს ბევრ დროსა და ენერგიას ართმევს უამრავ აპლიკაციასა და სისტემასთან ურთიერთობა. სწორედ ამ პროცესების გასამარტივებლად, სუპერ აპი ერთ სივრცეში, ერთი აპლიკაციის ინტერფეისის ფარგლებში აერთიანებს ჩვენი ყოველდღიურობის ყველაზე მნიშვნელოვან მომსახურებებს. ეს მიდგომა მიზნად ისახავს, რომ მომხმარებელს რუტინული პროცესები, თუ სასიამოვნო თავშესაქცევის პოვნა, მაქსიმალურად გაუადვილოს და ყველაზე კომფორტული გზით მიაწოდოს, რასაც ერთი დიზაინისა და მუდმივად გაუმჯობესებადი სამომხმარებლო გამოცდილების დანერგვით ახერხებს. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს სუპერ აპის სახით პირადი ასისტენტი ჰყავთ, რომელიც მათი საჭიროებების დაკმაყოფილებასა და სწრაფად მოგვარებაზე ზრუნავს.

M: უფრო კონკრეტულად, რა სერვისებსა და მომსახურებებს აერთიანებს სუპერ აპი?

სუპერ აპში ინტეგრირებული მომსახურებებისა და სერვისების სია მუდმივად მზარდია, თუმცა დღეის მდგომარეობით, აპლიკაციაში ხელმისაწვდომია: 

  • ელკომერცია, რომელიც ონლაინ შოპინგს ძალიან კომფორტულს ხდის; 
  • ბილეთები სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად, იქნება ეს თეატრი, მუსიკალური კონცერტი, ფესტივალი, თუ სხვა; 
  • ფასდაკლებებისა და ვაუჩერების შეთავაზებები სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის, სასტუმროებში, რესტორნებში, გასართობ ცენტრებში და ა.შ.;
  • გადახდები შაბლონებითა და ჯგუფებით (კომუნალური გადასახადების გადახდა ონლაინ, საკომისიოს გარეშე); 
  • ავტომობილის ტექინსპექტირების თარიღის შემოწმება და შეტყობინების მიღების ფუნქციონალი, რომელიც გახსენებთ შესაბამის დროს; 
  • ავტომობილის ისტორიის შემოწმება VIN კოდით, CARFAX-ისა და CLEARVIN-ის ოფიციალურ ბაზებში, თანაც 50%-იანი ფასდაკლებით; 
  • ავტომობილის ჯარიმის შეტყობინების მიღება, მისი ფოტო/ვიდეო მასალის ნახვა და გადახდა, დამატებითი საკომისიოს გარეშე;
  • საწვავის ფასების ლაივ რეჟიმში გადამოწმება სხვადასხვა ბრენდის აგს-ზე, ასევე ღირებულებისა და ლიტრაჟობის გამომთვლელი კალკულატორი. აქ, საინტერესოა ისიც, რომ მომხმარებელს შეუძლია აპში აწარმოოს სტატისტიკა, რომელიც დაეხმარება გამოიანგარიშოს თუ რამდენ საწვავს მოიხმარს თვის ჭრილში და შესაბამისად, რა არის მისი დანახარჯი. 

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება იქნება სახელმწიფო სერვისები, რაც ეტაპობრივად დაემატება და მეტ კომფორტს შექმნის. 

M: როგორია სუპერ აპის სამომავლო გეგმები?

პირდაპირ გეტყვით, რომ სამომავლო გეგმები ძალიან ამბიციური გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, ჩვენი ამბიცია მთლიანი გუნდის დაუღალავი შრომითა და მონდომებით, ნამდვილად გამართლებულია. როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც აქტიურად ვაგრძელებთ აპლიკაციაზე მუშაობას და უახლოეს პერიოდში, ძალიან საინტერესო სიახლეებს შევთავაზებთ მომხმარებელს. რაც მთავარია, 2024 წელი იქნება ბევრი სიურპრიზის, აქციისა და ახალი სერვისებისა თუ პროდუქტების შეთავაზების წელი, რაც საბოლოოდ, ვფიქრობთ, ჩვენს აპს კიდევ უფრო კომფორტულსა და მოსახერხებელს გახდის, რაც თავისთავად მის გამოყენებადობას კიდევ უფრო გაააქტიურებს. სწორედ ამიტომ, ყველას ვურჩევ არ ჩამორჩეს სიახლეებს, რომლებსაც სუპერ აპი მართლაც რომ მრავლად უმზადებს თავის მომხმარებელს.

[R]

როგორ დავიმახსოვროთ მნიშვნელოვანი რაღაცები?

Fujifilm Instax Mini 99 მომხმარებლებს ფერად ფილტრებს სთავაზობს