6
Jun
2019

სუპერ • ბი – პატარა ბოტი დიდი შესაძლებლობებით

6 Jun 2019

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, ბილაინმა ქართული ტელეკომის ინდუსტრიაში პირველი მულტიფუნქციური, მესენჯერზე დაფუძნებული ჩატ-ბოტი სუპერ • ბი შექმნა, რომელიც მომხმარებლის მომსახურებას კიდევ უფრო მარტივს ხდის. ბოტი ქართულად საუბრობს და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, Facebook Messenger-ის მეშვეობით. ბოტის შექმნაზე იმუშავა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ექსკლუზიურად მომუშავე ქართულმა კომპანიამ Pulsar AI, ხოლო ვიზუალურ იდენტობაზე კრეატიულმა სააგენტომ Holmes&Watson. სუპერ • ბი დამწყები სუპერგმირია – აქვს გარკვეული სუპერძალები და კიდევ ბევრი სასწავლი, რადგან, როგორც ცნობილია: great power comes with great responsibility (დიად ძალას თან ახლავს დიდი პასუხისმგებლობა).

სუპერ • ბი-ს უკვე შეუძლია მომხმარებლისთვის: ბალანსის შევსება საკუთარ და სხვის ნომერზე; თანხის გადარიცხვა ნომრიდან ნომერზე; ბალანსის შემოწმებამიმდინარე მომსახურებების, პაკეტებისა და ტარიფების შემოწმება; განვადების დეტალების შემოწმებადეტალური ამონაწერის მიღება; კრედიტის, ტარიფისა და პაკეტების გააქტიურება/გათიშვა; ინფორმაციის მიღება ბილაინის მომსახურებების შესახებ.

[R]

განხილვა