in

სუპერთასი 2014-ის რჩეული – Jaguar

Super Bowl-ი  1966 წელს გამოჩნდა, როდესაც ორი კონკურენტი ამერიკული ფეხბურთის ლიგა გაერთიანდა.

ამჟამად Super Bowl-ი უზარმაზარი და ძვირადღირებული შოუა. ის ფართო აუდიტორია, რომელსაც სუპერთასი მასპინძლობს, მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების “სათევზაო” ადგილად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სუპერთასზე 30 წამიანი რეკლამა 4 მილიონი დოლარი ღირს, ბრენდები ფასს ყურადღებას არ აქცევენ და მეტიც, სპეციალურად ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით რეკლამებს ამზადებენ. ღონისძიების დამთავრების შემდეგ საუკეთესო რეკლამების შეჯამება მიმდინარეობს.

სუპერთასის ერთ-ერთი რჩეული Jaguar-ი გახდა. წმინდა ბრიტანული, ვარსკვლავური ჯგუფი იაგუარის რეკლამაში გაერთიანდა. ოსკაროსანი რეჟისორი ტომ ჰუპერი და სამი ცნობილი მსახიობი: სერ ბენ კინგსლი, მარკ სტრონგი და ტომ ჰიდლსტონი. იაგუარმა რეკლამა Mercedes-Benz-თან “საბრძოლველად” გადაიღო და პრეზენტაციის ადგილად სუპერთასი შეარჩია.

სოსო გალუმაშვილი

სოსო გალუმაშვილი – GEPRA (Spotlight.ge)

Google-ი და SLAVA, მათთვის ვისაც უყვარს