in

Super Bowl 2024 – ყველაზე ყურებადი შოუს ტრანსლირება ექსკლუზიურად „სილქ უნივერსალზე“

სპორტის მოყვარულებისთვის ეს დიდი ამბავია! პირველად საქართველოში, პირდაპირ ტრანსლაციას ლასვეგასიდან ექსკლუზიურადსილქ უნივერსალზევიხილავთ — თბილისის დროით 12.02.24-ში 03:30-ზე.

პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატი 1967 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი ტრანსლირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მილიონობით გულშემატკივარი ადევნებს თვალს. ახლა კი პირდაპირ რეჟიმში ყურებას საქართველოდანაც შევძლებთ, „სილქ უნივერსალის“ დამსახურებით.

საგულისხმოა, რომ ეს არა მხოლოდ სპორტის ქომაგებისთვისაა მასშტაბური ღონისძიება, არამედ მარკეტერებისთვის და ბრენდებისთვისაც, რომლებიც განსაკუთრებით ემზადებიან თავიანთი კრეატიული ვიდეორგოლებით თუ კამპანიებით. ბევრი მათგანი სწორედ Super Bowl-ის საეთერო დროს იყენებს საზოგადოებისთვის სასურველი მესიჯების მისაწოდებლად.

გარდა ამისა, „სუპერ ბოულზე“ ცნობილი ვარსკვლავები მღერიან და დაუვიწყარ შოუებს ქმნიან. შეიძლება ითქვას, მათთვისაც კი განსაკუთრებულ დღედ იქცევა, ვისაც უშუალოდ სპორტი ნაკლებად აინტერესებს.

სილქ უნივერსალის“ შესახებ:

არხი „სილქ უნივერსალი“ კომპანია სილქნეტის სატელევიზიო კონტენტია. სპორტული რეპორტაჟების გარდა, მაყურებელს მხატვრულ/დოკუმენტურ ფილმებს, ანიმაციას, რეიტინგულ სერიალებს და მეგა შოუებს სთავაზობს. SilkTV-ის სერვისის გარდა, სხვა საკაბელოების ქსელშიც არის განთავსებული, ასევე ხელმისაწვდომია  ციფრულ მაუწყებელში, რომლის სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასოდ ვრცელდება.

[R]

სამსახურში რევოლუციური იდეა მოგივიდა? მოძებნე თანამოაზრე

#AItool: როგორ გამოვიყენოთ Grammarly AI-ის ფუნქციები?