in

Super Bowl-ის 5 რეკლამა, რომლებმაც შეიძლება აგატიროთ

ბრენდები სუპერ თასის 30-წამიან რეკლამებში 7 მილიონზე მეტს იმიტომ იხდიან, რომ ჩვენ გაგვაცინონ, მოგვხიბლონ და ხან აგვატირონ კიდეც. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ყველაზე დასამახსოვრებელი ხდება, ამიტომაც ახლა სუპერ თასის იმ რეკლამებს გაგაცნობთ, რომლითაც ჩვენი გულის აჩუყება დაისახეს მიზნად:

BOG

1. Dove — Keep Her Confident

სუპერ თასის კამპანიაც ნამდვილი სილამაზის აღნიშვნას მიუძღვნეს. თუმცა მანამდე კვლევა ჩაატარეს, რომლის მიხედვითაც გოგონების ნახევარი სპორტს თავს, ნაკლები თავდაჯერების გამო, ანებებს. ფიქრობენ, რომ შესაბამისი სხეული არ აქვთ… სწორედ ამიტომ, Dove ქმედებისკენ მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ „შევცვალოთ გზები, რომლითაც გოგონებს ველაპარაკებით“. სუპერ თასის რეკლამაში კი 3 წლის გოგონას გვაცნობენ:

2. Lay’s — The Little Farmer

მთავარი გმირი აქაც პატარა გოგოა, რომელიც ამჯერად ლეისის ამერიკულ ამბავს გვიზიარებს:

3. Come Near — He Gets Us: What Is Greatness?

ქრისტიანული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის დებიუტიც სუპერ თასზე 2023 წელს შედგა. წლევანდელი რეკლამით კი სიკეთის მარტივ ქმედებებს ზეიმობენ. კითხვაზე: What Is Greatness? პასუხს ფოტოებით გვცემენ:

4. Google Pixel — Dream Job

სამსახურებრივი ინტერვიუა, რომელსაც მამა Gemini AI-სთან გადის… დანარჩენი თავად ნახეთ:

5. Rocket — Own the Dream

დაბოლოს, Rocket-ის რეკლამაში ის ბედნიერებაა ასახული, რომელსაც სახლში დაბრუნებისას განვიცდით:

ახლა კი სუპერ თასის 8 საუკეთესო რეკლამის ნახვის დრო დადგა…

7 AI ხელსაწყო ვიდეოების შესაქმნელად

სტუმარმასპინძლობის ბრენდების ანალიზი: Marriott International, Wyndham Hotels & Resorts და Hyatt Centric