საერთაშორისო კომპანიები, Super Bowl-ზე რეკლამების წარსადგენად, წლიდან წლამდე რომ ემზადებიან, უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. ბუნებრივია, გამონაკლისი არც 2021 წლის ჩემპიონატი აღმოჩნდა. მაგალითად, Tide-მა უკვე გამოუშვა Super Bowl 55-ისთვის რეკლამა. ბრენდმა შარშანდელი სერია გააგრძელა, თუმცა, წლევანდელ ვიდეორგოლში კიდევ უფრო მეტი სულელური სიტუაცია და სიმსუბუქეა, მთავარი პერსონაჟი, ჯეისონ ალექსანდერი კი „ჰუდზე“ გამოსახული გამოხატავს საკუთარ ემოციებს.
Saatchi & Saatchi NY: „მთელი წელია, ადამიანების სახეზე აფარებულ სამოსს ვხედავთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ახლა, პირიქით, სახე გადმოგვეტანა ტანსაცმელზე. ასე გაჩნდა ჯეისონ ალექსანდერი „ჰუდიზე“.
სწორედ ამ სააგენტომ შექმნა Tide-ის ახალი ვიდეორგოლი.
2021 წელს, Super Bowl-ის საიუბილეო, 55-ე ჩემპიონატი ტამპაში (ფლორიდა) ჩატარდება.












