in

როგორ იქცა 5G ინტერნეტი Super Bowl-ის ნაწილად?

უკვე ტრადიციად იქცა კონცერტზე, სპორტულ აქტივობასა თუ ნებისმიერ ღონისძიებაზე „წინ გაშვერილი“ ტელეფონები, რათა მნიშვნელოვანი მომენტები დავაფიქსიროთ და საგულდაგულოდ შევინახოთ. ამასთანავე, სოციალურ მედიაშიც გავაზიაროთ, მეგობრებს გავიგზავნოთ… ეს ყველაფერი კი შეუძლებელია მაღალი ხარისხის ინტერნეტის გარეშე. ამასთან, დღევანდელ ციფრულ სამყაროში განვითარებულ ტექნოლოგიებს მძლავრი ქსელური მხარდაჭერა ესაჭიროება — შესაბამისად, ძველ ვერსიებს ნაკლებად თუ დავეყრდნობით.

ამიტომაცაა, რომ სამიოდე წლის წინ Verizon Business–მა National Football League-თან (NFL) თანამშრომლობა დაიწყო, რათა სტადიონებზე 5G Ultra Wideband–ის ტექნოლოგიის გამოყენება დაეწყოთ.  ამგვარად მომხმარებლებმა უსწრაფესი ციფრული გამოცდილება მიიღეს პირდაპირ სმარტფონებში — სწორედ ასე შეძლეს ტეილორ სვიფტის ბოლო, უზარმაზარი მასშტაბის კონცერტზე მსმენელებმა, სოციალურ მედიაში უწყვეტად გაეზიარებინათ კონტენტი.

ბუნებრივია, Verizon-მა NFL-ის სტადიონი Super Bowl-ის დროსაც მოამარაგა თავისი უახლესი ინტერნეტით. როგორც თავად აღნიშნავენ, ამ შესაძლებლობისთვის ორი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ — შარშანდელთან შედარებით, თითქმის გასამმაგდა 5G-ის გამტარუნარიანობა.

„ვიცით, რომ კავშირი აუცილებელია გულშემატკივართა სრულყოფილი გამოცდილებისთვის. Super Bowl LVIII-ის დროს ჩვენი ინტერნეტის გამოყენების სტატისტიკაც ნათლად მიუთითებს, რამდენად უმაღლესი ხარისხის სერვისს ვქმნით მომხმარებლებისთვის“, — აცხადებენ კომპანიაში.

7 საუკეთესო საჩუქარი სიყვარულის დღისთვის, რომლებსაც Glovo-ზე აღმოაჩენ

13 წლის ბავშვი თავის ტვინის მომაკვდინებელი სენისგან განიკურნა!