in

ნახეთ: Super Bowl-ის 10 გამარჯვებული რეკლამა — Ad Meter 2025

სუპერ თასის რეკლამებზე ბევრი ვისაუბრეთ, ჯერ 8 საუკეთესო შემოგთავაზეთ, შემდეგ ისეთები, თქვენი გულის აჩუყებას რომ ისახავს მიზნად, არც ნაიკის დაბრუნება გამოგვრჩენია და არც სნუპ დოგისა და ტომ ბრედის დაპირისპირება. ახლა კი ერთად ვნახოთ Ad Meter 2025-ის შედეგები და გავიგოთ, ვინ გაიმარჯვა.

BOG

თუმცა, მანამდე გეტყვით, რომ Ad Meter 1989 წელს USA TODAY-მ შექმნა, რათა გაეგო, რას ფიქრობდნენ მომხმარებლები ტელევიზიის ძვირადღირებულ რეკლამებზე. მიღებული შედეგებით კი ინდუსტრიის წამყვან ხელსაწყოდ იქცა, რომელსაც სუპერ თასის რეკლამების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გასაგებად იყენებდნენ. მას შემდეგ რეიტინგს ათასობით გულშემატკივრის დახმარებით ადგენენ. თითოეული რეკლამა 1-დან 5-მდე ქულით ფასდება, შემდგომ კი მომხმარებელთა რაოდენობაზე იყოფა და სიაში საშუალო მაჩვენებლით ნაწილდება.

ყველაზე მაღალი ქულა წელს  Budweiser-მა მოიპოვა, შესაბამისად, საუკეთესო რეკლამის ჯილდოც წლევანდელ სუპერ თასზე მას ეკუთვნის:

1. Budweiser – First Delivery (3.56)

2. Lay’s – The Little Farmer (3.55)

3. Michelob Ultra – The ULTRA Hustle (3.52)

4. Stella Artois – David and Dave (3.51)

5. NFL – Somebody (3.49)

6. NFL – Flag 50 (3.48)

7. Bud Light – Big Men on Cul-De-Sac (3.44)

8. Uber Eats – Century of Cravings (3.38)

9. Hellmann’s – When Sally Met Hellmann’s (3.38)

10. Pfizer – Knock Out 3.34

Ad Meter 2025-ის შედეგების სრულად ნახვას ამ ლინკზე შეძლებთ.

Apple-მა Pixar-ის სანათი რეალურ რობოტად აქცია

თოდუას კლინიკა ახალგაზრდა ექიმების მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს