in

Super Bowl-ისთვის შექმნილი რამდენიმე ძველი და გამორჩეული რეკლამა

Super Bowl მარკეტერებისა და ბრენდებისთვის შეუდარებელ პლატფორმას წარმოადგენს მილიონობით მაყურებლით. თუმცა ყოველთვის სათანადოდ ვერ იყენებენ ამ შესაძლებლობას — მაგალითად, შარშანდელ რეკლამებს ზოგიერთმა კრიტიკოსმა „უსაფრთხო, ზარმაცი და მოსაწყენი“ უწოდა. უსაფრთხო თითქოს დადებითად უნდა ჟღერდეს, მაგრამ რეკლამასთან მიმართებით მეტისმეტად „უღიმღამო“ ეფექტს ამძაფრებს.

BOG

ამის ფონზე, შეგვიძლია Super Bowl-ისთვის წლების წინ შექმნილი რამდენიმე გამორჩეული რეკლამა გავიხსენოთ.

Apple — 1984

Apple-ის 1984, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღნიშნა 40 წლის იუბილე, კვლავ ითვლება „სუპერ ბოულისა“ და ზოგადად ინდუსტრიის ერთ-ერთ საუკეთესო რეკლამად. მაკინტოშის კომპიუტერის გასაცნობად, რეჟისორმა რიდლი სკოტმა დისტოპიური მომავლის დამაჯერებელი სურათი დახატა.

Nike — Hare Jordan (1993)

ლაპარაკი ძალაუფლების დუეტზე: ბაგს ბანი და მაიკლ ჯორდანი „ბოროტი“ გმირების წინააღმდეგ გაერთიანდნენ. 60-წამიანი რეკლამის  შექმნას ექვსი თვე დასჭირდა — თუმცა ეს ნამდვილად ღირდა, რადგან Nike-სა და Warner Bros.-ს შორის ურთიერთობაც მეტად გაღრმავდა.

Budweiser — Frogs (1995)

Budweiser-ის ეს უჩვეულო ვიდეორგოლი საკულტოდ იქცა რეკლამის ისტორიაში. აქ არაფერია განსაკუთრებული, უბრალოდ სამ „მეგობარ ბაყაყს“ ვხედავთ, რომლებიც ერთსიტყვიან გზავნილებს ყიყინებენ: „ბუდ“, „ვეიზ“ და „ერ“.

20th Century Fox — Independence Day (1996)

90-იან წლებში შექმნილი რეკლამები ძირითადად ლუდს, მანქანას, საჭმელსა და სხვა მსგავს პროდუქტებს უკავშირდებოდა — მარტივად, ჰოლივუდური ფილმების გამოფენა ნამდვილად არ ყოფილა… თუმცა Fox-მა და დამოუკიდებლობის დღემ ეს 30-წამიანი თიზერით შეცვალა. ეს მხოლოდ საშინელი სიუჟეტი არ ყოფილა, არამედ სრულად დაზაფრა ადამიანები. ცხადია, თიზერის Super Bowl-ზე ამ თიზერის გაშვებამ მეტად გაამძაფრა ფილმისადმი მოლოდინი.

Reebok — Terry Tate, Office Linebacker (2003)

Reebok-ის slapstick ეპიზოდები, რომლებშიც ტეიტი ფეხბურთის მხარდამჭერად გვევლინებოდა, პოპკულტურის ფენომენად იქცა.

Miller High Life — 1-Second Ad (2009)

ფაქტობრივად ერთი წამით, რომლის განმავლობაშიც კაცი უბრალოდ ყვირის: „High life!“, მილერი რეკლამა უფრო ხმაურის გამოწვევას ეხებოდა, ვიდრე რაიმე ზღაპრული სიუჟეტის შექმნას… მოგვიანებით ასეთი მიდგომა სხვა ბრენდებისთვისაც შთაგონებად იქცა.

Google — Parisian Love (2010)

Google-ის საძიებო ფანჯარა ყველაზე ხშირად გამოიყენება ციფრული ძიებისთვის. თუმცა ბრენდმა ის ამბის თხრობის მანქანას აქცია — 52-წამიან რომანტიკულ კომედიად მოგვევლინა… „სწავლა საზღვარგარეთ“, „ფრანგ ქალზე შთაბეჭდილების მოხდენა“, კითხვები შოკოლადზე, სამსახურზე და ბავშვის საწოლზე. საძიებო მონაცემების მეშვეობით, ჩვენ წინაშე ისე ცოცხლდება სიყვარულის ისტორია, თითქოს ვიზუალურ ფრაგმენტებსაც ვხედავთ.

Watch Me! — Microsoft 4 წლის შემდეგ Super Bowl-ზე ბრუნდება

SavvY-ს საერთაშორისო წარმატებები და სამომავლო მიზნები