in

ინსტაგრამის რეკორდსმენმა კვერცხმა ამერიკული ფეხბურთი გაარეკლამა

ყველაზე ცნობილი კვერცხის ინსტაგრამ ექაუნთმა 19 იანვრიდან გაბზარული კვერცხების ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო. ასეთი 4 კვერცხი გამოქვეყნდა და ის სულ უფრო იბზარებოდა. ბოლო მათგანის გამოქვეყნების შემდეგ, ცხადი გახდა, თუ რას ემსახურებოდა ეს კამპანია. ბოლო გაბზარულ კვერცხზე ამერიკული ფეხბურთის ბურთის თასმები იყო დატანილი. ბოლო პუბლიკაციას თან ერთვის წარწერა, რომელიც მოგვიწოდებს, თვალი ვადევნოთ ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალს პირველებმა, ტელეარხ Hulu-ზე.

https://www.instagram.com/p/BtW_NkigixI/

კვერცხის ფოტომ ინსტაგრამზე რეკორდი 4 იანვარს დაამყარა. მის ქვემოთ უკვე 52 მილიონზე მეტი მოწონების დათვლაა შესაძლებელი. ინსტაგრამ ექაუნთის – world_record_egg-ის გვერდზე განთავსებულ ბოლო, სარეკლამო პოსტს კი 5 მილიონამდე ლაიქი აქვს.

გამოცემა The New York Times, world_record_egg-ის ექაუნთის მფლობელს გაესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, კვერცხის ექაუნთი 29 წლის კრის გოდფრიმ შექმნა, რომელიც ლონდონში, სარეკლამო სააგენტო The & Partnership-ში მუშაობს. იდეის ავტორის თქმით, კვერცხს არ აქვს სქესი, რასა და რელიგია. ის უნივერსალურია და სწორედ ამ მიზეზის გამო, დღემდე არავის აგრესია გამოუწვევია. ექსპერტების თქმით, რეკორდსმენი კვერცხის ექაუნთზე, თითოეული მომავალი რეკლამა 10 მილიონ დოლარზე ნაკლები არ ეღირება.

ავტოდაზღვევა სავალდებულო ხდება

„შურისმაძიებლების“ ბოლო ნაწილის ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა