in

Super Bowl-ზე Lindt ბედნიერ მომენტებს აღნიშნავს

2024 წლის სუპერ თასზე შოკოლადის პრემიუმ მწარმოებელი Lindt & Sprüngli დებიუტით წარდგება. Life is a Ball ვიდეოს მთავარი თემაა, გვაჩვენებს ადამიანებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც სიამოვნებას იღებენ Lindor-ის ტრიუფელებით. ამ სიამოვნების შეგრძნებაში კი პერი კომოს 1957 წლის სიმღერა Round and Round დაგეხმარებათ. ხოლო თუ მუსიკის ტექსტიც დაგაინტერესებთ, ტიტრებს შეგიძლიათ მიჰყვეთ…

BOG

Lindt USA-ის CEO ანა დომქუესი კი განმარტავს, თუ როგორ აერთიანებს Super Bowl-სა და Lindt-ს ხარისხისადმი ერთგულება — ორი გუნდის წარმოუდგენელი თავდადება, ერთგულება შესანიშნავი და ინტენსიური ვნებისადმი სრულყოფილად ესადაგება იმ გზას, რომლითაც Lindor-ის ტრიუფელები იქმნება, მსოფლიოში ყველაზე მაღალხარისხიანი ინგრედიენტების თავმოყრით, რაც შედეგად სრულყოფილ ბედნიერებას გვაძლევს.

კამპანიის ფარგლებში კი Lindt-მა პარტნიორობა დაიწყო Philadelphia Eagles-ის წევრის ჯეისონ კელსის მეუღლე კაილისთან, რომელმაც მათ გაუზიარა იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ისიამოვნონ ბრენდის ტრიუფელებით სუპერ თასის წვეულებებზე. 

როგორც ფეხბურთის აქტიური გულშემატკივარი და წვეულებების ხშირი მასპინძელი, მე აღფრთოვანებული ვარ Lindor-თან პარტნიორობით, რომ გამეზიარებინა მათთვის, რამდენად გემრიელია ტრიუფელები და რამდენად სრულყოფილს ხდის იგი ყველასთვის თამაშის დღეებში შეკრებას, — განმარტავს კაილი.

„ოტიუმ ფოთი“ — ახალი საცხოვრებელი ბლოკი ქალაქში

„ქურდობა“ Old Spice-ის ახალ იუმორისტულ რეკლამაში