Super Bowl LVIII 11 თებერვალს იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ სარეკლამო ინდუსტრიაში კონკურენცია პიკს აღწევს. ბრენდებმა უკვე 7 მილიონ დოლარამდე დახარჯეს 30-წამიანი თიზერისთვის… ახლა კი იმას გაგიზიარებთ, რაც დიდმა მარკეტინგულმა მოთამაშეებმა შემოგვთავაზეს:
Bud Light
ახლახან Anheuser-Busch-მა გამოაცხადა, რომ სუპერ თასზე ორი ლუდის ბრენდის რეკლამით დაბრუნდება, ესენია Bud Light — NFL-ის ოფიციალური სპონსორი და Michelob Ultra. 12-წამიანი თიზერიც გამოაქვეყნა, თუმცა ჯერ ვერ ვიგებთ, რომელი სელებრითის ირგვლივ ააგეს კამპანია…
BetMGM
Big Game-ის სატელევიზიო რეკლამისთვის, რომელიც სამნაწილიანი იქნება, პირველი თიზერი გაგვაცნეს. აქ შეხვდებით სპორტის ვარსკვლავებს ტომ ბრენდისა და უეინ გრეცკის, მსახიობ ვინს ვონთან ერთად — BetMGM-ს სპორტული ფსონებისა და iGaming-ის ოპერატორს საშუალებას მისცემს, Big Game-ში აჩვენოს, რომ ლას-ვეგასი თამაშებისა და BetMGM-ის სახლია… კამპანიაზე Highdive-მა იმუშავა, რომელიც Big Game-ის არაერთი გამარჯვებული კამპანიის ავტორია.
Pringles
მეშვიდე წელია, რაც სუპერ თასზე ვხედავთ, ამჯერად კი მთავარ გმირს, Parks and Recreation ვარსკვლავს ბრენდის პერსონაჟის მსგავს ულვაშში წარმოგვიდგენენ. თიზერი მიგვანიშნებს, რომ ბრენდისგან ახალ მხიარულ გზავნილებს უნდა ველოდოთ, თანაც უკვე ინსტაგრამზეც შეცვალეს პროფილის სურათი, Pringles-ის ნაცვლად, მასზე კრის პრეტის სახეს დაინახავთ.
Coors Light
გასულ წელს ყველაზე რეიტინგული ლუდის რეკლამის ავტორებმა დაბრუნება The world’s coldest locomotive-ით გადაწყვიტეს. 28 იანვრიდან კი მომხმარებლებს მატარებელში ადგილის დაჯავშნა შეუძლიათ, რომელიც, როგორც თიზერში ვხედავთ, Coors-ის ქილას უახლოვდება…
Doritos
უკვე 23 წელია, რაც ამ ბრენდს სუპერ თასზე ვხედავთ, წელს კი Doritos Dinamita-ს ხემსის 4 ახალ გემოს გვთავაზობენ. გაოცებულ ჯენა ორტეგას ნახავთ თიზერში, რომელსაც Where Did Dynamita Go? უწოდეს.
Drumstick
Bag Check-ის 15-წამიანი თიზერით დებიუტს გვთავაზობს სუპერ თასზე, აქ უკვე კომიკოსსა და მსახიობ ერიკ ანდრეს შეხვდებით, რომელიც თავგადასავალს Dr Umstick-თან, ბრენდის თოჯინისხელა სპიკერთან ერთად იწყებს…
M&M’s
გასულ წელს სუპერ თასის რეკლამით სოციალურ მედიაში ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურეს, ახლა კი თიზერით Almost Champions ბრუნდებიან, დენ მარინოსთან, ტერელ ოუენსთან და ბრიუს სმიტთან ერთად. 3000 გრადუსზე გაცხელებული არაქისის კარაქით ბრილიანტებიან ჯილდოს ქმნიან… კამპანიაზე BBDO New York-მა იმუშავა.
Oreo
Martin Agency-ის შექმნილ თიზერში არც მეტი, არც ნაკლები რეალითი შოუს ვარსკვლავს კრის ჯენერს იხილავთ — It all starts with a twist this February.
Volkswagen
შავ-თეთრი, დოკუმენტური თიზერით Arrival ავტომწარმოებელი Super Bowl LVIII-ზე Beetle-ის 75 წლის იუბილეს აღნიშნავს. „ძველი სკოლის“ პერსონაჟები VW-ს მძღოლებს გაოცებული უყურებენ, რადგან ჯერ არ იციან, როგორი გახდება ის მომავალში… კამპანიაზე Johannes Leonardo-მ იმუშავა.