Super Bowl LVIII, რომელშიც Kansas City Chiefs-სა San Francisco 49ers-ს შორის გამართული მატჩი დამატებით დროში 25-22 ანგარიშით დასრულდა, ყველაზე ყურებადი სატელევიზიო ჩვენება გახდა ისტორიაში. ციფრებში ეს 123.7 მილიონ მაყურებელს უდრის, რომელთაგანაც 120.3 მილიონი CSB-ზე მოდის, დანარჩენი კი Univision-სა და Nickelodeon-ზე. ამგვარად, გასული წლის სუპერ თასის Chiefs-Eagles-ის თამაშის რეკორდიც მოხსნა, რომელსაც 115 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. უფრო მეტიც, წლევანდელი თამაში იმდენად მასშტაბური იყო, რომ ამერიკელი აუდიტორიის ყველაზე დიდი ნაწილი მოიცვა 1969 წლის მთვარეზე დაშვების შემდგომ — როცა 150 მილიონ მაყურებლებს აჩვენეს, თუ როგორ დადგა მთვარეზე ფეხი ნილ არმსტრონგმა და ბაზ ოლდრინმა.
სუპერ თასის ისტორიაში ყველაზე მეტი სტრიმინგი სწორედ წელს იყო, რომელშიც რეკორდული აუდიტორიით Paramount+ ლიდერობს. მართალია, ამბობდნენ, რომ ჩვენებისას გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა კომპანიის თქმით, ტექნიკური პრობლემა სწრაფადვე გამოასწორეს.
CBS-ის ტელეგადაცემამ ფურორი მოახდინა რამდენიმე რეკლამით, რომლებშიც ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ, თითოეულს კი 30-წამიანი რეკლამა 7 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეს მოიცავდა ბიონსეს მოულოდნელ განცხადებასაც, რომელმაც 2 ახალი სიმღერა გამოუშვა და თქვა, რომ Renaissance: Act II შემდეგ თვეში ვიხილავთ.
ამას გარდა, მაყურებლებს წელს ბევრი მიზეზი ჰქონდათ Super Bowl LVIII-ის საყურებლად, საოცარ თამაშზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აქ მონაწილეობას იღებდნენ Usher, H.E.R, Alicia Keys, Lil Jon და Ludacris. რაღა თქმა უნდა, არც ტეილორ სვიფტი უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც თავის შეყვარებულ ტრევის კელსის გულშემატკივრობდა…