in

ნახეთ: Super Bowl LVIX-ის 8 საუკეთესო რეკლამა

უკვე დიდი ხანია, რაც სუპერ თასი უბრალოდ საფეხბურთო მატჩის ჩატარებას არ ეხება, კულტურულ ფენომენად იქცა, რომელიც რეკლამირებას ხელოვნების ფორმად აქცევს. 30-წამიანი სიუჟეტები ბრენდებს დაახლოებით 7 მილიონი დოლარი უჯდებათ და სწორედ ასე იქმნება მარკეტინგში დასამახსოვრებელი მომენტები. ყოველი წელი განსაკუთრებულია, ახლა კი გაჩვენებთ, რომელი რეკლამები ხდის გამორჩეულს 2025 წელს:

BOG

1. Hellmann’s: When Sally met Hellmann’s

ფილმების კადრების გარდაქმნა სარეკლამო ინდუსტრიის ძველი ხრიკია, VML-მ კი გადაწყვიტა, 1989 წლის When Harry Met Sally-ის ცნობილი სიუჟეტი გაეცოცხლებინა:

2. Booking.com: Get your stay ridiculously right

ბრენდს ყველა დემოგრაფიული სეგმენტის მოხიბვლა სურდა, ამიტომაც იდეალურ გამოსავალს მიაგნო და რეკლამაში მაპეტები წარმოგვიდგინა:

3. Pringles: The call of the mustaches

სიურრეალისტური სიუჟეტია, რომელიც მსახიობი ადამ ბროდის დახმარებით გვიყვება, რა ხდება, როცა წვეულებაზე Pringles მთავრდება… Spoiler: აქ მფრინავ ულვაშებს ნახავთ:

4. Häagen-Dazs: Not so fast, not so furious

ადამიანებს ძალიან მოსწონთ თვითირონია რეკლამებში, ამ მიზნით კი ახლა nice&frank-მა Fast & Furious-ის მსახიობებს მიაკითხა:

5. Robert Kraft’s Foundation to Combat Antisemitism: No reason to hate

აქ სნუპ დოგი და ტომ ბრედი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თუ რა ხდება, უფრო დეტალურად ამ ლინკზე შეგიძლიათ, წაიკითხოთ.

6. Budweiser: First delivery

Budweiser კი ნამდვილ ამერიკულ სულისკვეთებას პატარა ფილმით ასახავს, რომელშიც მთავარი გმირი ცხენია:

7. Doritos: Abduction

გახსოვთ, რომ მოგიყევით, Doritos-ის რეკლამებიდან ერთ-ერთს მილიონის მოგების შანსი აქვსო? აი, გამარჯვებულიც:

8. Michelob Ultra: The Ultra Hustle

ლუდი ნამდვილად არ არის ძალიან ჯანსაღი სასმელი, ამიტომ სპორტის ინდუსტრიაში მისი რეკლამირება რთული ამოცანაა… თუმცა, როგორც ჩანს, ვარსკვლავური ძალითა და ეფექტური სიუჟეტით ყველაფერი შესაძლებელია, ახალგაზრდების დამარცხებაც კი, როცა ძვლები ისეთი მაგარი აღარ გაქვთ: 

ამგვარად, 2025 წლის საუკეთესო რეკლამებს ერთი რამ აერთიანებს: დეტალურად აქვთ გააზრებული აუდიტორიის მოლოდინები, პასუხად კი იუმორს, ვარსკვლავურ სახეებსა და მომხიბვლელ ნარატივებს ვიღებთ…

Google-ის პასუხი Deepseek-ს — Gemini-ს ახალი AI მოდელები დაემატა

ბათუმში Silk-ის ფილიალი გაიხსნა