in

რამდენად ეფექტურია Super Bowl-ის 30-წამიანი რეკლამები?

როცა ბრენდები Super Bowl-ის საეთერო დროის მხოლოდ 30 წამის დასათმობად 6.5-7 მილიონ დოლარს იხდიან, არც უნდა გაგვიკვირდეს, რომ უმეტესობა თამაშის დღეს რეკლამების უფრო მოკლე ვერსიების გაშვებას ამჯობინებს. თუმცა წელს პოპულარულ კამპანიებს შორის უმეტესად 60 და 90-წამიანი რეკლამები დასახელდა, ეს კი აჩენს კითხვას: რამდენად ეფექტურია Super Bowl-ზე გაშვებული მოკლე, 30-წამიანი რეკლამები?

თუმცა სანამ ამ კითხვას გავცემთ პასუხს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ Super Bowl-ის რეკლამის განმთავსებლებისთვის დღეს ნორმად იქცა კამპანიების სატელევიზიო ჭრის მიღმა შეთავაზება. ბევრი თამაშამდე უფრო ხანგრძლივ სიუჟეტს გვაცნობს და ცდილობს, მომხმარებელთა ყურადღება სოციალური მედიის, ონლაინ კონტენტითა თუ ინსტალაციებით დაიმსახუროს. მოკლე რეკლამების შემთხვევაში კი, შესაძლოა, რთული იყოს Super Bowl-ზე მაყურებლების ყურადღების მიპყრობა… 

ყოველთვის დაგეგმეთ სიუჟეტის მოკლე ვერსია, რომელიც რაციონალურია. ჯერ ამბის გრძელი ვერსია მოჰყევით და შემდეგ შეამცირეთ მთავარ კომპონენტებამდე. მარმარილოს ქვის ქანდაკებად ქცევას ჰგავს, რომელზეც მოგვიანებით რაღაცის დამატება რთულია. არ დაგავიწყდეთ, რომ რეკლამების შემცირების საფრთხე კი ნარატივის სტრუქტურის დაკარგვაშია, — ამბობს დევიდ კოლბაზი, Orchard Creative-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

30-წამიანი სიუჟეტის ავტორი შეინ მილინგტონი McCann New York-იდან, რომლის სააგენტომაც წელს NYX-ის რეკლამა შემოგვთავაზა Cardi B-ის მონაწილეობით, ამბობს, რომ, თუ 60-წამიანს 30-მდე შეამცირებთ, ვერასდროს გაიმარჯვებთ.

აქვე უნდა ვახსენოთ Erich & Kallman-ის გუნდი, რომელმაც Reese-ის რეკლამაზე იმუშავა, 30-წამიანია და საკმაოდ იუმორისტული. ეს კი იმით მოახერხეს, რომ მათ დაებადათ მარტივი იდეა, რომელიც შესანიშნავად განახორციელეს:

ალბათ იმაზეც ფიქრობთ, რომ ბრენდისთვის რთულია, Super Bowl-ზე State Farm-ს, Dunkin’-სა და Verizon-ს კონკურენცია გაუწიოს, რომლებმაც 1-წუთიანი რეკლამები შემოგვთავაზეს. თუმცა მილინგტონი საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს: 

60-წამიანი რეკლამები კი დიდ ყურადღებას იპყრობს, თუმცა მისი სტანდარტად ქცევა ზედმეტად პრივილეგირებულად ჟღერს, იმაზეც მიგვითითებს, რომ ახალი ბრენდები ვერ შემოვლენ ამ სივრცეში და ეს სულაც არ არის სიმართლე. უბრალოდ 30-წამიანი რეკლამები ძალიან კარგად უნდა გაკეთდეს. ბევრი რამ არის დამოკიდებული 360-გრადუსიან მედია გეგმაზე, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. თქვენ უნდა მოჰყვეთ შესანიშნავი ამბავი თიზერში, უნდა გამოირჩეოდეთ, განსხვავებული იყოთ, კამათისა და საუბრების თემად იქცეთ და გქონდეთ ჭკვიანური სოციალური გეგმა ამაზე რეაგირებისთვის. თანაც რეალური სამყაროსთვის, Super Bowl-ის მიღმა, ჩვეულებრივ მაუწყებლობაში 30 წამი დიდი ფუფუნებაა.

თითქოს უკვე სააგენტოებიც შეეჩვივნენ მოკლე სიუჟეტებზე მუშაობას… ამაში Kawasaki-ის პირველი Super Bowl-ის რეკლამა Mullets-იც დაგარწმუნებთ — მრავალ ხუმრობას შეიცავს, არწივს, დათვს, და ძაღლს გაშლილ თმებში გვაჩვენებენ. აქ იცოდნენ, რომ რეკლამის ხანგრძლივობა შემცირდებოდა, მართალია, კუს ვეღარ ვხედავთ, მაგრამ ისე გააკეთეს, რომ მთავარი აზრი არ დაკარგულიყო… 

ამგვარად, მთავარია იდეა და მისი სწორად განხორციელება, დროს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქ აქვს. 

Playmobil – ბრენდი, რომელმაც ბავშვების წარმოსახვა რეალობად აქცია

რატომ გჭირდება სერტიფიკატები და რას გთავაზობს IT აკადემია STEP?