Super Bowl-ის ისტორიაში დამატებითი დრო მეორედ დაინიშნა, რაც ბრენდებისთვის დიდ აუდიტორიაზე გასვლის კიდევ ერთ შანსს ნიშნავს. ეს Kansas City Chiefs-ისა და San Francisco 49ers-ის მატჩის დროს მოხდა. მანამდე კი მსგავსი ფაქტის მომსწრე 2017 წელს გავხდით, როცა ერთმანეთს Atlanta Falcons და New England Patriots დაუპირისპირდნენ.
ამგვარად, დამატებითი დრო Super Bowl-ზე შედარებით უპრეცედენტოა, თუმცა ბრენდებს აქვთ სტრატეგია — ზოგიერთი დროს მხოლოდ „ოვერტაიმში“ ყიდულობს და თუ თამაში ჩვეულებრივ დასრულდება, ფულს დაუბრუნებენ. ზოგიერთი ამ რეკლამებს წინასწარ აქვეყნებს, მაგალითად 2017-ში ოთხივე რეკლამა წინასწარ გვქონდა ნანახი, ზოგიერთი კი, არა… წელს დამატებითი დრო CBS-ის შემოსავლების 35 მილიონი დოლარით გაზრდას ნიშნავდა და სულ 5 რეკლამას მოიცავდა:
Progressive
სადაზღვევო კომპანიამ დამატებითი დრო არსებული კრეატივით Watch Party გამოიყენა, რომელზეც სააგენტო VMLY&R-სთან ერთად იმუშავა:
Discover
საკრედიტო ბარათების ბრენდი თავის 30-წამიან რეკლამაში ვარსკვლავ ჯენიფერ კულიჯს გვაცნობს:
Monkey Man
Universal Pictures-მა ეს შანსი Super Bowl-ზე Monkey Man-ის თრეილერის გასაშვებად გამოიყენა, რომლის პრემიერაც 5 აპრილს გაიმართება:
Kung Fu Panda 4
კვლავ Universal Pictures-ს ვხედავთ — ამჯერად Kung Fu Panda 4-ის ფრაგმენტი გაგვაცნო, რომელიც 8 მარტს გამოდის:
State Farm
აი, აქ კი, არნოლდ შვარცნეგერი „კარგი მეზობლის როლს“ ირგებს: