in

კობი ბრაიანტის დაღუპვის გამო, მარკეტერებმა სუპერთასის კამპანიები გადადეს

სუპერთასი წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა სარეკლამო სფეროსთვის. ეს ის თამაშია, როდესაც მატჩიცა და მის დროს გასული რეკლამებიც ათობით მილიონი მაყურებლის ყურადღების ცენტრში ხვდება. სწორედ ამიტომაც არის სუპერთასზე განთავსებული რეკლამა ძვირადღირებულიც და თუკი კამპანიამ ყურადღება მიიქცია, მასზე აუცილებლად დიდხანს ისაუბრებენ. თუმცა, წელს, მდგომარეობა სხვაგვარია. კალათბურთის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულად დაღუპვამ სუპერთასის რეკლამის დამკვეთებს გადააწყვეტინა, მისი ხსოვნის პატივსაცემად, მარკეტინგული აქტივობები გადაავადონ. Procter & Gamble-ის Olay, Pop-Tarts, Avocados From Mexico, Mtn Dew – ეს იმ კომპანიების ნაწილია, რომლებმაც საკომუნიკაციო აქტივობები გადადეს.

BOG
BOG

საინტერესოა, რომ სუპერთასზე, ფიქციური პერსონაჟის, ბატონი მიწის თხილის (Mr. Peanut) დაკრძალვის ცერემონიის გაშუქებას გეგმავდა ბრენდი Planters. კალათბურთელის დაღუპვის შემდეგ, ამ კამპანიას ნეგატიური გამოხმაურება მოყვა, რის გამოც, “პლანტერსს” კამპანიის შეჩერება მოუხდა.

როდის ხვდებით, რომ სამსახურიდან წამოსვლის დროა?

რა იქნება შენ შემდეგ? – ანა ღვინიანიძე, #აზრები