in

დონალდ ტრამპისა და მაიკ ბლუმბერგის რეკლამები სუპერთასზე

სუპერთასის მატჩი საპრეზიდენტო კამპანიის ასპარეზადაც იქცა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მატჩის მსვლელობისას, პოლიტიკური რეკლამაც გადის. თუ გავითვალისწინებთ თავად რეკლამის ღირებულებას (30-წამიანი რეკლამა, წელს, $5.6 მლნ ღირდა), კონკურენცია საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, სერიოზულია. “შეხედეთ ჯილდოს ნათელ მხარეს” – ამ გზავნილით, რეკლამა ტრამპის პრეზიდენტობის მიღწევებს უსვამს ხაზს. თუმცა, პოლიტიკური რეკლამები ამით არ ამოწურულა.

უშუალოდ, სუპერთასის მატჩზე, ტრამპის მხარდასაჭერად, გავიდა ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გმირი ალის ჯონსონია. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით. 63 წლის ქალმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო და მის გათავისუფლებაში, ვიდეორგოლის თანახმად, ტრამპს მიუძღვის წვლილი.

სუპერთასზე ტრამპის კონკურენტის, მაიკ ბლუმბერგის, საიმიჯო ვიდეოც გავიდა. საინტერესოა, რომ ორივე კანდიდატის შემთხვევაში, გვაქვს ფერადკანიანი ქალების ისტორიები.

ახალგაზრდული Rockვა და როკი ბალბოა, Facebook-ის სუპერთასის რეკლამაში

რატომ გვირჩევნია, ჩვენი ურთიერთობების შიდა წრე მცირე იყოს და როგორ შევქმნათ ის?