in

ასტრონომებმა საცხოვრებლად ვარგისი პლანეტის კიდევ ერთ კანდიდატს მიაგნეს

ასტრონომებმა ახალი სუპერ დედამიწა აღმოაჩინეს, რომელიც წითელი ჯუჯა (M-dwarf) ვარსკვლავის გარშემო 137 სინათლის წლის მანძილზე ბრუნავს. პლანეტას TOI-715b-ს უწოდებენ და იგი ე. წ. ვარსკვლავის საცხოვრებელ ზონაშია მოთავსებული. ამ სისტემაში სხვა პლანეტარული კანდიდატიცაა, დედამიწისხელაა და თუ დადასტურდა, ყველაზე პატარა საცხოვრებელი პლანეტაც იქნება, რომელიც TESS-მა აღმოაჩინა. 

TOI-715 ჩვეულებრივ საშუალო ზომის წითელი ჯუჯა ვარსკვლავია — ჩვენი მზის მასისა და რადიუსის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს. ხოლო TOI-715b საკმაოდ ახლოსაა თავის ვარსკვლავთან და ერთი მოგზაურობის დასასრულებლად მხოლოდ 19 დღე სჭირდება. ის, რომ ამ ვარსკვლავებს მზეზე ნაკლები სიკაშკაშე აქვს, სუპერ დედამიწას ვარსკვლავის კონსერვაციულ საცხოვრებელ ზონაში (CHZ) აქცევს. 

თუმცა ეს საცხოვრებელი ზონები, შესაძლოა, არც ისე კარგი გზა იყოს იმ პლანეტების იდენტიფიცირებისთვის, რომლებზეც წყალია. მისი საზღვრები გაურკვეველია და წინააღმდეგობრივიც კი, რადგან ვარსკვლავურ სპექტრულ ტიპს, პლანეტარულ ალბედოს, მასასა და იმას, რამდენად ღრუბლიანია ატმოსფერო, შეუძლია განსაზღვროს, აქვს თუ არა პლანეტას თხევადი წყალი… CHZ კი მეტად გამოსადეგია, რეგიონია ვარსკვლავის გარშემო, სადაც კლდოვანი პლანეტები თითქმის ისე იღებს მზის სხივებს, როგორც დედამიწა. შესაბამისად, ვარსკვლავის სწორედ ამ ზონაში აღმოჩენა ამაღელვებელი იყო მეცნიერებისთვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს ინტერესს კვებავს იმის შესახებ, რომ სხვა პლანეტებზეც შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე. 

ფიქრობენ, რომ TOI-715b-ს რაღაც აქვს ჩვენთვის სათქმელი ეგზოპლანეტებზე, ფოტოაორთქლებაზე და ეგზოპლანეტებისა თუ წითელი ჯუჯა ვარსკვლავების განაწილებაზე. სწორედ ამიტომაა ეს სუპერ დედამიწა დამაინტრიგებელი, თანაც უკვე JWST გვაქვს — JWST-ს ეპოქა დადგა და, შესაბამისად, დეტალური ეგზოპლანეტარული ატმოსფერული მახასიათებლებისაც. მას აქვს უნარი, გამოიკვლიოს ატმოსფერო და განსაზღვროს მისი მახასიათებლები.

ამჯერად კი სწორედ TOI-715b-ია მთავარი სამიზნე, რადგან ახლოსაა თავის ვარსკვლავთან. იმის გამო, რომ მხოლოდ 19 დღე სჭირდება ერთი სრული ბრუნვისთვის, ეგზოპლანეტის გადასვლა თავის ვარსკვლავთან მეტად სიღრმისეული და ხშირია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ JWST-ს არ დასჭირდება დიდი დრო პლანეტის ატმოსფეროზე დასაკვირვებლად.

და რა გამოდის? შესაძლოა, რომ ეს სუპერ დედამიწა საცხოვრებლად გამოსადეგი იყოს? კი ვიცით, რომ იგი კონსერვაციულ საცხოვრებელ ზონაშია მოთავსებული, მაგრამ რამდენად შორს წაგვიყვანს ეს?! როგორც მეცნიერები ამბობენ, მრავალი იმედის მომცემი ნიშანი გვაქვს — TOI-715 ჩვენს მზეზე ცოტათი უფრო ასაკოვანია, დაახლოებით 6.6 მილიარდი წლის. მაგნიტური აქტივობის დაბალ მაჩვენებელს გვთავაზობს — ალბათ, სწორედ ამიტომაც ვერ ვხედავთ სინათლის მრუდებს TESS-ში, განსხვავებით უფრო ახალგაზრდა წითელი ვარსკვლავებისგან.

TOI-715-ის ორბიტაზე, შესაძლოა, სხვა პლანეტაც ბრუნავდეს. ამჯერად მხოლოდ კანდიდატია, სახელწოდებით TIC 271971130.02, თუმცა თუ ეს ამბავი დადასტურდება, როგორც უკვე გითხარით, ყველაზე პატარა სასიცოცხლო ზონა იქნება, რომელიც TESS-ს აღმოუჩენია…. 

Apple Vision Pro-ს გაყიდვები დაიწყო!

აი, როგორია სამყარო მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის — Google Pixel