in

Super Mario 64-ის ძველი ეგზემპლარი რეკორდულ ფასად, $1.5 მილიონად გაიყიდა!

ის საკოლექციო ფირმა Wata-მ შეიძინა

veon
veon

Super Mario 64-ის დალუქული ასლი აუქციონზე წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა – მისმა ღირებულებამ $1.5 მილიონს გადააჭარბა. როგორც აუქციონის სახლი Heritage Auctions აღნიშნავს, ასეთ კარგ მდგომარეობაში სულ რაღაც ხუთამდე ეგზემპლარი იყო.

თამაშის 9.8 A ++ შეფასების მქონე ასლი საკოლექციო ფირმა Wata-მ შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მართლაც იდეალურ მდგომარეობაშია და ყველანაირ მოთხოვნად აკმაყოფილებს. ამასთან, მაღალი შეფასება აუქციონზე გარანტირებულად მაღალ ფასს არ გულისხმობს. მაგალითად, Super Mario 64-ის კიდევ ერთი ასლი იმავე აუქციონზე, 9,6 A ++ შეფასებით შედარებით ხელმისაწვდომ ფასად, 13 200 აშშ დოლარად გაიყიდა.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული თამაში Nintendo 64 სისტემისთვის ყველაზე გაყიდვადი იყო და იგი თამაშების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტად განიხილება. ეს “მარიოს” პირველი ნაბიჯი იყო სამ განზომილებაში. მართალია, ბევრი თანამედროვე გეიმერის აზრით, მასში არაფერია განსაკუთრებული და სერიოზული ხარვეზებითაც ხასიათდება, მაგრამ ის მაინც ინარჩუნებს ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეო თამაშის ტიტულს.

აქედან გამომდინარე, სრულებით მოსალოდნელი იყო თამაშის ასლის მაღალი ფასი. ამას ისიც ემატებოდა, რომ ეს კონკრეტული ნიმუში ადრეული წარმოების პერიოდს განეკუთვნებოდა და როგორც ცნობილია, მხოლოდ ერთადერთი უფრო ძველი პერიოდის ასლი არსებობს. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ეს უკანასკნელიც გაიტანონ აუქციონზე.

მართალია, აღნიშნულთან დაკავშირებით ხალხის დიდმა ნაწილმა გამოხატა გაკვირვება, თუმცა ვიდეო თამაშების საკოლექციო მასალების სულ უფრო მაღალ ფასად გაყიდვის ტენდენცია მასობრივი ხასიათისაა. ამ კვირის აუქციონზეც საკოლექციო თამაშების უზარმაზარი არჩევანი იყო წარმოდგენილი.

რა არის გაცვლითი სავაჭრო ფონდი (ETF)?

ნაოჭებიანი ნესვი, როგორც მოწიფული და გამოცდილი ადამიანის მეტაფორა – იგავი