Super Mario Bros-ს გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი გვაქვს — ხელოვნური ინტელექტის ახალ პროგრამას შეუძლია, სათამაშო ტურების უსასრულო რაოდენობა შექმნას. MarioGPT კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ექვსმა მკვლევარმა შეიმუშავა, რომელთაც საინტერესო გზას მიაგნეს იმისთვის, რომ თამაში არასდროს დასრულდეს და მუდმივად გრძელდებოდეს. როგორც კვლევაშია განხილული, მათი მოდელი AI-ის ეფუძნება.
გუნდის თანახმად, მათ პირველად კარგად მორგებული GPT2 მოდელი გამოიყენეს, „სუპერ მარიოს“ ორიგინალი ტურების შესასწავლად. მანქანური სწავლების საფუძველზე კი, სისტემამ ისწავლა, როგორ შეიძლებოდა ახალ-ახალი დაბრკოლებების გენერირება, შესაბამისი ატრიბუტებით.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერიმენტის ნაწილს ვიდეო თამაშების შექმნის ახალი, ტრადიციულისგან განსხვავებული გზების პოვნაც წარმოადგენდა. თანაც, „პითონის“ პროგრამისტებს შეუძლიათ, MarioGPT სრულიად უფასოდ მოიძიონ GitHub-ზე, სადაც საყვარელი თამაშის შექმნის ყველა ეტაპს შეისწავლიან.












