in

Super Mario-ს თამაში აუქციონზე 660 000 დოლარად გაიყიდა!

არა, ეს ნამდვილად არ ყოფილა NFT…

veon
veon

Heritage Auctions-მა 1986 წლის  გაუხსნელი Super Mario Bros. ვიდეო თამაში 660 000 დოლარად გაყიდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი მფლობელი, მისდა სასიხარულოდ, 35 წლის განმავლობაში ტყუილად არ შეუნახავს უჯრაში ხელუხლებელი თამაში.

ეს კონკრეტული ასლი 1986 წლის ბოლოს შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ასლი, რომელსაც პლასტმასის შეფუთვა ჰქონდა. შესაბამისად, კონკრეტული თამაშის ასლის იშვიათობისა და მისი უნაკლო მდგომარეობის გამო, აუქციონზე 10 ბალიანი სისტემიდან 9.6 შეფასება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ Heritage Auctions-ზე, თანხის მხრივ, ვიდეო თამაშის გაყიდვის წინა რეკორდსმენი ორიგინალი Super Mario Bros. 3 თამაში იყო, რომლის ფასიც 2020 წლის ნოემბერში 156 000 დოლარს აღწევდა. გარდა ამისა, აღნიშნული თამაშის ფასი წლების განმავლობაში 100 000-დან 114 000 დოლარამდე იცვლებოდა.

მართალია, ბოლო დროს NFT – non-fungible token (არა-ჩანაცვლებადი ტოკენი) ფულის შოვნის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძველ ვიდეო თამაშსაც საკმაოდ სოლიდური თანხის გამომუშავება შეუძლია… თანაც, მისი ღირებულება რამდენიმე წლის წინ სულ რაღაც 25 დოლარი იყო.

ასე რომ, თუ გამდიდრება გსურთ და სახლის რომელიმე კუთხეში Super Mario Bros. მოგეპოვებათ, რომელიც უკვე წლებია თავს დაუჯერებელი ინვესტიციისთვის ამზადებს, გილოცავთ!

ინფლუენს მარკეტინგი ჯანმრთელობის სფეროში – ტატიანა გვენეტაძე

ქირავდება ოკეანე – გვანცა ჯგუშია