in

25 საუკეთესო რეკლამა სუპერთასი 2019-დან

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მთელი ამერიკა (და არამხოლოდ) სუპერთასი 2019-ისთვის ემზადებოდა. ჩემპიონატი, ყოველწლიურად, თებერვლის პირველ კვირა დღეს იმართება. სუპერთასი განსაკუთრებული მოვლენაა სარეკლამო სფეროსთვისაც – ვიდეორგოლები ჩემპიონატის ერთ-ერთი სანახაობრივი ნაწილია. ამიტომ, აქტიურობდნენ კომპანიებიც, რომლებიც სუპერთასის მრავალმილიონი მაყურებლისთვის სიახლეებსა და რეკლამებს ამზადებდნენ. ჩვენ შევაგროვეთ სუპერთასი 2019-ის საუკეთესო რეკლამები და მათ ერთ პოსტში გთავაზობთ.

BOG

The Washington Post

The Washington Post-მა სუპერთასის ეთერი ჟურნალისტიკას დაუთმო. ვიდეორგოლი, რომელსაც მსახიობი ტომ ჰენკსი ახმოვანებს, კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტებსა და მოვლენებს ეძღვნება.

 

Bud Light and HBO

ლუდი Bud Light და ტელეარხი HBO სუპერთასის რეკლამისთვის გაერთიანდნენ. ვიდეორგოლი ლუდის რეკლამით იწყება, თუმცა მასში ადვილად შეინიშნება “სამეფო კარის თამაშების” სტილი.

https://www.youtube.com/watch?v=qwvH0_hKfjc

 

Verizon

Verizon-მა პატივი მიაგო ადამიანებს, რომლებიც ყველაზე კრიტიკულ წუთებში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას არიან: მეხანძრეები, პოლიციელები, მაშველები, ექიმები… ერთწუთიან ვიდეორგოლში ეს ადამიანები თავიანთ გამოცდილებაზე საუბრობენ.

https://www.youtube.com/watch?v=sYkV64tPEPw

 

Burger King

Burger King-მა გამოუშვა ვიდეორგოლი, სადაც ენდი უორჰოლი მის ერთ-ერთ ბურგერს მიირთმევს.

 

Kia

Kia-მ, წელს უცნობი ადამიანებზე გადაწყვიტა საუბარი. მათზე, ვინც ბევრს მუშაობს და შესანიშნავ რაღაცებს ქმნის. ადამიანებზე, ვინც საქმეში მთელ ძალისხმევას დებს.

https://www.youtube.com/watch?v=u_awpNKfjDk

 

Toyota

Toyota-მ სუპერთასისთვის მოდელის Supra რეკლამირება გადაწყვიტა.

https://www.youtube.com/watch?v=u1LSwcwnpo4

 

Stella Artois

Stella Artois-მა სუპერთასისთვის სარა ჯესიკა პარკერი და ჯეფ ბრიჯესი მოიწვია. მსახიობებმა, რომლებიც ცნობილ პერსონაჟებს განასახიერებენ, საყვარელ სასმელზე თქვეს უარი, ლუდის გამო.

 

Olay

Olay-მ კანის გაახალგაზრდავების მომსახურების რეკლამისთვის horror სტილის სიუჟეტი გამოიყენა, რისთვისაც მსახიობი მიშელ გელარი მოიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=3KuQ4i_VSso

 

Expensify

ბიზნეს სერვისების პლატფორმა Expensify-მ, გადახდის მარტივი მეთოდის საჩვენებლად, სუპერთასისთვის რეკლამა გამოუშვა. ვიდეორგოლში რეპერი 2 Chains და მსახიობი ადამ სკოტი მონაწილეობენ.

 

Coca-Cola

კოკა-კოლამ, სუპერთასის თამაშის წინ, საკუთარი გზავნილი გაავრცელა, ჰეშთეგით #TogetherIsBeautiful. ამგვარად, კომპანია ყურადღებას ამახვილებს ადამიანების განსხვავებულობაზე, იმაზე, რომ განსხვავებულობა მშვენიერია და ეს გვაერთიანებს.

https://www.youtube.com/watch?time_continue=10&v=6Hcrz4Jq9WE

 

Bumble

აპლიკაციამ Bumble, რომელიც ადამიანებს გაცნობაში ეხმარება, სუპერთასისთვის რეკლამა გამოუშვა. ვიდეორგოლში ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მონაწილეობს, რომელიც პირველი ნაბიჯის გადადგმისკენ მოგვიწოდებს.

https://www.youtube.com/watch?v=pjL-rMbe1JQ

 

Amazon

“ამაზონმა” სუპერთასისთვის რეკლამა გამოუშვა, სადაც ცნობილი სახეები მონაწილეობენ: ფორესტ უიტაკერი, ფორდ ჰარისონი, ბროდ სიტი, ები იაკობსონი და ილანა გლეიზერი.

https://www.youtube.com/watch?v=8y-1h_C8ad8

 

Mercedes-Benz

როგორი იქნებოდა სამყარო, ყველაფრის ერთი ხმოვანი ბრძანებით კონტროლი რომ შეგვეძლოს? ნახეთ, Mercedes-Benz-ის რეკლამაში.

https://www.youtube.com/watch?v=R84j8pmH-d0

 

Mr. Peanut

კომპანია სუპერთასზე არაქისს უკვე ათ წელზე მეტია არეკლამებს. ამჯერად, ბრენდმა გამოუშვა ვიდეორგოლი, ამერიკული ფეხბურთის ვეტერანი ვარსკვლავის, ალექს როდრიგესის, მონაწილეობით.

 

Pringles

ეძღვნება ჭკვიანი ასისტენტის სევდას, რომელსაც გემრიელი ჩიფსით მიღებული ბედნიერება არასოდეს ჰქონია.

https://www.youtube.com/watch?v=tDakI68u2xE

 

Doritos

90-იანებისა და Backstreet Boys-ის შთაგონებით, Doritos-მა სუპერთასის ვიდეორგოლი გამოუშვა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=vQ6TE6mzkl8

 

Budweiser

Budweiser-მა, სუპერთასის რეკლამაში, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი პროდუქტები, 100%-ით განახლებადი, ქარისგან მიღებული ენერგიის საშუალებით მზადდება.

https://www.youtube.com/watch?v=B6VciSoR1iQ

 

Microsoft

Microsoft-მა გადაწყვიტა აქცენტი გაეკეთებინა იმაზე, თუ როგორ აძლიერებს ადამიანებს ტექნოლოგია. ორწუთიან ვიდეორგოლში ის ახალგაზრდა გეიმერების შესახებ გვიყვება.

https://www.youtube.com/watch?v=_YISTzpLXCY

 

Jeep

Jeep-ის რეკლამაში ჯგუფი OneRepublic გამოჩნდა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=msllMWcmC08

 

Sprint

როგორ მივიღოთ ტექნოლოგიებისგან საუკეთესო? ამ კითხვაზე საპასუხოდ, სატელეკომუნიკაციო კომპანია “სპრინტმა” სუპერთასის რეკლამისთვის ყოფილი ბეისბოლისტი და ფეხბურთელი ბო ჯექსონი მიიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=W2oUB6Rbvho

 

Michelob Ultra

ლუდის რეკლამისთვის ზოი კრავიცი შთამბეჭდავ ექსპერიმენტს გვთავაზობს. მორგეთ ყურსასმენები, აუწიეთ ხმას და დატკბით.

https://www.youtube.com/watch?v=LXmlN9BAddg

 

Pepsi

“პეპსის” საშუალო შეფასება არ აკმაყოფილებს. ამ პოზიციას აღშფოთებული სტივ ქარელის პასუხიც ადასტურებს…

https://www.youtube.com/watch?v=G9xy3cdykJs

 

M&M’s

M&M’s-მა შოკოლადის ფილა გამოუშვა. მისი რეკლამისთვის კი ვიდეორგოლში “ემის” ჯილდოს მფლობელი მსახიობი ქრისტინა აპლგეიტი მოიწვია.

https://www.youtube.com/watch?v=5CCRNmmnG3c

 

Bubly

ლუდ “ბაბლის” რეკლამაში მაიკლ ბუბლეი მიიწვიეს. დიახ, ბუბლეი შემთხვევით არ აურჩევიათ. გაუგებრობა სახელების შეცდომით გამოთქმიდან იწყება.

 

Colgate

“ქოლგეითის” რეკლამაში ლუკ უილსონი ზედმეტად ახლო დისტანციაზე საუბრობს…

https://www.youtube.com/watch?v=z-o_LI8-5oY

 

ბანდიტ ჰარის ნოსტალგია და Google-ის მორიგი ვიდეორგოლი Home Alone-ის მოტივებზე

„გაიღვიძე, მამა, გაიღვიძე!“ – რობოტ ბავშვს შია