8
Jan
2020

წლევანდელი სუპერთასის რეკლამებს შორის, დონალდ ტრამპის კამპანიაც იქნება

8 Jan 2020

სუპერთასის რეკლამებს შორის, წელს, მაყურებელს პოლიტიკური კამპანიებისთვის თვალის მიდევნებაც შეეძლება. როგორც ცნობილია, 2 თებერვალს, დიდი თამაშის ტრანსლაციის დასაწყისში, დონალდ ტრამპის 60 წამიანი საპრეზიდენტო ვიდეორგოლი გამოჩნდება. თუმცა, დონალდ ტრამპი არ იქნება ერთადერთი პოლიტიკოსი, ვისი ვიდეორგოლიც გაეშვება სუპერთასის ეთერით. თამაშის განმავლობაში, ეთერში აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატის, მაიკლ ბლუმბერგის 60 წუთიანი რეკლამაც გავა.

ეს ამბავი საინტერესოა იმით, რომ სუპერთასზე, როგორც წესი, წინასაარჩევნო კამპანიები არ გადის ხოლმე. თუმცა, მაინც შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის თამაში, რომლის დროსაც ბარაკ ობამას ვიდეორგოლი გავიდა, თუმცა, მან სარეკლამო დრო მხოლოდ 24 ადგილობრივი ბაზრისთვის იყიდა და არა მთლიანი ნაციონალური აუდიტორიისთვის, რომელიც მხოლოდ აშშ-ის მასშტაბით, 100 მილიონ ადამიანს მოიცავს.

რაც შეეხება ფასს, წელს, სუპერთასზე 30-წამიანი რეკლამის განთავსება $5.6 მლნ ღირს, თუმცა, ფასი შეიძლება შეიცვალოს.

განხილვა