in

ჰოლივუდის ვარსკვლავები Supercell-ის თამაშის პერსონაჟებად იქცნენ

Life’s more fun when you SQUAD UP!

ჯერ იმას გეტყვით, რომ Supercell-ის ხუთ მობილურ თამაშს ყოველთვიურად 220 მილიონი აქტიური მოთამაშე და 6 მილიარდზე მეტი ჩამოტვირთვა აქვს, მაგრამ ისინი მაინც სტაგნაციური ზრდის წინაშე აღმოჩნდნენ…

BOG

ფინური თამაშების დეველოპერმა იცოდა, რომ რაღაც დიდი უნდა გაეკეთებინა ამ ტენდენციის შემოსაბრუნებლად, ამიტომ, ახლა ბოლო 5 წელში თავის ყველაზე დიდ გაშვებას გვთავაზობს — Squad Busters 10-კაციანი მობილური თამაშია, რომელშიც მოთამაშეები გუნდებს ქმნიან და ერთმანეთს ძვირფასი ქვების მოპოვებაში ეჯიბრებიან. აქ Supercell-ის პერსონაჟებსაც გვაცნობენ, რათა თამაში ჩვეულებრივთან ერთად, პროფესიონალ მოთამაშეებსაც მოეწონოთ.

ამ კვირაში კი Squad Busters 5-წუთიანი რეკლამით ჩაუშვეს, რომელშიც ჩვეულებრივი გეიმერის ირგვლივ თამაშის პერსონაჟები იკრიბებიან. ოღონდ ეს გადაცმული პერსონაჟები ჰოლივუდის ვარკვლავები არიან, TikTok-ის სუპერ ვარსკვლავებთან და YouTuber-ებთან ერთად.

ცნობილი სახეებით კი ასე იმიტომ გადაავსეს კამპანია, რომ განსხვავებული ასაკის მქონე აუდიტორიების ყურადღება მიეპყროთ და არსებული ტენდენციაც სასიკეთოდ შემოებრუნებინათ — 2023 წელს კომპანიამ 4.2%-იანი კლება განიცადა. გვეუბნებიან, რომ ჰემსვორთი მოეწონება ყველას, ვინც Thor in Avengers: Endgame-ზე ან Furiosa: A Mad Max Saga-ზე იყო შეყვარებული…

ტესტირებებიდან და კვლევებიდან დავინახეთ, რომ Squad Busters მრავალ თაობას იზიდავს, შესაბამისად, მივხვდით, რომ უფრო ფართო აუდიტორიასთან უნდა გვესაუბრა შემოქმედებითი გზით. ამის გათვალისწინებით, ჩვენ მივედით იდეამდე, რომ ჰოლივუდური სახელები TikTok-ისა და Instagram-ის უდიდეს ვარსკვლავებთან გაგვეერთიანებინა, — აცხადებს რობ ლოუი, Squad Busters-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

დაბოლოს, როგორც ვიგებთ, თამაშის ჩაშვებამდე 40-მილიონზე მეტი მოთამაშე წინასწარ დარეგისტრირდა… 

 

საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება – თიბისის მობაილბანკს ავტოკომფორტის სერვისი დაემატა

L3 საგურამო – საცხოვრებელი უბანი თბილისიდან 20 წუთში