ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ DJI კიდევ ერთი ახალი დრონი გამოუშვა. როგორც აღწერენ, ეს არის „უპრეცედენტო ძალა, რომელიც თქვენს ზურგჩანთაში მოთავსდება“. დრონი — Matrice 30 ამჯერად არა მოყვარულებისთვის, არამედ სპეციალისტებისთვის შეიქმნა. ეხმარება მეხანძრეებს, ახორციელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს, ამოწმებს სამრეწველო კომპლექსებსა თუ სხვა.
Matrice 30 დასაკეცი კომპონენტებისგან შედგება და გამოსაყენებლადაც საკმაოდ კომფორტულია. აქვს მაღალი ხარისხის, 48-მეგაპიქსელიანი კამერა, ვიდეოს გადაღებას კი 4K-ში შეძლებთ. დრონისთვის არც დაბალი განათებაა პრობლემა, შესაბამისი ფუნქციით, ის სურათების გადაღებას ღამითაც კი ახერხებს.
მეტიც, Matrice 30 საათში 60 მილი სიჩქარით დაფრინავს, თანაც ნებისმიერ ამინდში — იქნება ეს კოკისპირული წვიმა, ქარიშხალი თუ უკიდურესად დაბალი ტემპერატურა… მონიტორინგისთვის კი პროგრამას — FlightHub 2 იყენებს. დრონის ჩასადები ყუთი მას საჭირო ენერგიით მუხტავს, დაახლოებით 25-წუთიანი დამუხტვით მას 40 წუთი შეუძლია იფრინოს. გამოსაყენებლადაც საკმაოდ კომფორტულია, ავტომატურად იხსნება და დრონს ჩვენთვის სასურველი მიმართულებით უშვებს.
დრონის გაუმჯობესებული ვერსია Matrice 30T მოდელია, რომელსაც ამ მახასიათებლებთან ერთად თერმული კამერაც დაამატეს. იგი სპეციალური სენსორებით ნებისმიერ დაბრკოლებას თავიდან იცილებს და ახალი თაობის 4 ანტენით სიგნალის სტაბილურობას რთულ გარემოშიც კი ინარჩუნებს.