ავტომობილების მწარმოებელი კომპანია “Skoda-ს” ახალი კამპანია, სახელად “სუპერფანი” გვიმტკიცებს, რომ მანქანის სიყვარულს საზღვრები არ აქვს. სარეკლამო სააგენტო “Mustard-ის” მიერ გადაღებული ვიდეორგოლით კომპანია ჩემპიონატში “WRC 2” გამარჯვებას აღნიშნავს. კამპანიის აღტაცებული მთავარი გმირი სწორედ ამ გამარჯვების შესახებ უყვება სხვებს და მთელი ემოციებით ცდილობს, ეს გამარჯვება სხვებსაც შეაგრძნობინოს.
“მანქანის სიყვარულს საზღვრები არ აქვს” – Skoda-ს კამპანია











