in

„მოიზომე და გახდი სუპერგმირი“ – ZOMA „სუპერგმირის“ მხარდასაჭერად

ტანსაცმლის ქართული ბრენდი ZOMA და საქველმოქმედო პლატფორმა supergmiri.ge ბავშვების სურვილების ასასრულებლად გაერთიანდნენ.

Supergmiri.ge არის პლატფორმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველა იმსახურებს ლამაზ ბავშვობას და სურთ, რომ ამაში თავიანთი წვლილიც შეიტანონ.

ZOMA-ს მიერ შექმნილი ახალი კოლექცია, რომელიც სუპერგმირისთვის დამახასიათებელი ვიზუალური ელემენტებით არის დატვირთული, supergmiri.ge-ს ბენეფიციარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. აღნიშნული კოლექციის გაყიდვებიდან შემოსული თანხის 50% გადაირიცხება supergmiri.ge-ს ანგარიშზე, რომელიც, თავის მხრივ, ამ თანხას ბენეფიციარი ბავშვების საჭიროებას მოახმარს.

ZOMA-მ უკვე გამოუშვა „სუპერგმირის“ ჰუდები. ჰუდების დიზაინის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანის გულში იმალება სუპერძალა, რომელსაც გამოყენება და გამოჩენა სჭირდება.

ეს პატარა აქტივობა ადამიანებს, ერთგვარად, ამ ძალის გამოყენებისკენ უბიძგებს. თუნდაც იმით, რომ „სუპერგმირის“ ჰუდის ტარებით სხვებსაც გააგებინებს პლატფორმის შესახებ, ხოლო შეძენით თვითონაც ხდება პატარების მხარდამჭერი.

ამ მიმართულებით ზომა ეტაპობრივად „სუპერგმირის“ სხვა თემატური სამოსისა და აქსესუარების დამატებასაც გეგმავს.

 

არსებული კოლექციის შეძენა მსურველებს zoma.store-ზე შეუძლია. ნივთს მომხმარებელი შეკვეთიდან რამდენიმე საათში მიიღებს. საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლებელია, შეძენილი ნივთისა და ზომის გადაცვლაც.

მართლაც,ხანდახან, სუპერგმირობას მხოლოდ ღილაკზე ერთი დაჭერა გვაშორებს.

 

[პარტნიორის კონტენტი]

„ეზო საგურამო“ – სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელი სახლები, თბილისიდან 20 წუთის გზაზე

„მეამა ქოლექთი“ – ახალი თავგადასავალი „მეამას“ არომატული გემოების სამყაროში