11
Nov
2019

შევძლებთ, თუ არა ჩაუძირავი გემების შექმნას – როგორ მიიღეს „ტივტივა ლითონი“

11 Nov 2019

Alta
Alta


როჩესტერის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლის დახმარებითაც, სამომავლოდ, შესაძლოა, კაცობრიობამ „ჩაუძირავი გემების“ შექმნა შეძლოს. ეს არის პროტოტიპი, რომლის შესაქმნელადაც მეცნიერებმა წყლის ობობები და ჭიანჭველები შეისწავლეს. ამ ბიოლოგიურ ორგანიზმებს წყლის უკუგების სისტემა აქვთ, რაც უზრუნველყოფს მათ ტივტივს წყლის ზედაპირზე და არა ჩაძირვას. სწორედ ამ მოვლენის შთაგონებით, მეცნიერებმა ლითონის ზედაპირზე სპეციალური მიკროსკოპული ნიმუშები – ერთგვარი ჰაერის ბალიშები მოათავსეს, რაც ლითონის დასველების საშუალებას არ იძლევა. ამის გამო კონსტრუქცია წყლის ზედაპირზე რჩება, მაშინაც კი, როცა ის ძალიან დაზიანებულია.

პირველადი ცდების შედეგები მეცნიერებმა ჟურნალ Applied Materials and Interfaces-ში გამოაქვეყნეს. Science Daily-ის ცნობით, ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი წინაპირობა არამხოლოდ ჩაუძირავი გემების შექმნის კუთხით, არამედ, ოკეანეში სპეციალური მონიტორინგის მოწყობილობების ხანგრძლივი განთავსების მიმართულებითაც.

განხილვა