in

ადამიანის ტვინის მსგავსი სუპერკომპიუტერი 2024 წელს გამოვა!

იმის გამო, რომ ჩვენი ტვინი არსებული უნარებით გამოირჩევა და მხოლოდ 20 ვატს იყენებს მილიარდობით მათემატიკური ოპერაციის წამებში შესასრულებლად, მეცნიერებმა ამ შედეგის გამეორება დაისახეს მიზნად — ავსტრალიაში მკვლევრები აკეთებენ იმას, რაც მსოფლიოში პირველი სუპერკომპიუტერი იქნება, რომელსაც ამ მასშტაბზე ქსელების სიმულაცია შეეძლება. საუბარია DeepSouth-ზე, რომელზეც ახლა Western Sydney University მუშაობს.

მომდევნო წლისთვის ამოქმედდება და 228 ტრილიონი სინაფსური ოპერაციის წამში შესრულება შეეძლება. ასე კი ადამიანის ტვინში ოპერაციების სავარაუდო სიჩქარეს გაუწევს კონკურენციას. იმედოვნებენ, რომ უკეთ გაიგებენ, როგორ იყენებს ტვინი ასე მცირე ენერგიას დიდი რაოდენობით ინფორმაციების გადასამუშავებლად. და თუ მეცნიერები ამას მოახერხებენ, ოდესმე კიბორგის ტვინის შექმნასაც შეძლებენ, რომელიც ჩვენზე ბევრად ძლიერია… 

პროგრესი იმის ცოდნაში, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი ნეირონების გამოყენებით შეფერხებულია ჩვენი უუნარობით, რომ მოვახდინოთ ტვინის მსგავსი ქსელების სიმულაცია მასშტაბურად. Graphics Processing Units და Central Processing Units ძალიან ნელია… ჩვენი სისტემა კი ამას შეცვლის, — აცხადებს ანდრეი ვენ შეიკი, Western Sydney University-ის ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ DeepSouth ერთ-ერთია იმ მრავალი კვლევითი პროექტიდან, რომელიც ადამიანის ტვინისთვის კონკურენციის გაწევას აპირებს… 

AI შრომის ბაზარს შეცვლის — LinkedIn-ის კვლევა

5 სტრატეგია მომხმარებელთა შესანარჩუნებლად