in

სუპერკომპიუტერს ტვინის სისხლდენის პროგნოზირება შეუძლია

ABC-ის თანახმად, Pawsey Supercomputing Center-ის მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი ოპერაციული ალგორითმი შექმნეს ტრავმული ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის პროგნოზირებისთვის. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ინოვაციურ ალგორითმს სერიოზული ცერებრალური სისხლჩაქცევების პროგნოზირება შეუძლია პაციენტებში.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 200 პაციენტისგან შემდგარი ჯგუფის მონაცემები დაამუშავეს. 20 სხვადასხვა მონაცემთა მოდელის გამოცდის შემდეგ კი გადაწყვიტეს, მოდელი გამოეცადათ, რომელსაც გარდაუვალი ცერებრალური სისხლდენის წინასწარმეტყველება შეეძლებოდა. თავის მხრივ, ეს ექიმებს საშუალებას მისცემს, აღნიშნული პრობლემა უშუალო გამოვლენამდე 20 წუთით ადრე დააფიქსირონ და დროულად შეძლონ ჩარევა.

ამ საქმეში დიდი როლი ითამაშა Pawsey Setonix-ის სუპერკომპიუტერმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მე-15 ადგილი დაიკავა მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მძლავრმა მოწყობილობამ.

ეჭვგარეშეა, რომ ეს ალგორითმი ძალიან დადებითად იმოქმედებს მსოფლიოში — მაგალითად, ავსტრალიაში დაახლოებით 2000 ადამიანს აწუხებს თავის მძიმე დაზიანება. ხშირად კი ძლიერი ცერებრალური სისხლჩაქცევები ძალიან სწრაფად ვითარდება… ხოლო ალგორითმის გამოყენება ბევრად მეტი პაციენტის გადარჩენას შეუწყობს ხელს.

ამბავი ადამიანების სიძლიერეზე — GoFundMe-ის ვიდეორგოლი

NASA-მ შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი დააფიქსირა