ეს ვიდეო კოსმოსური დრამის წინა რიგში გსვამთ, რომელიც საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობს… 1604 წლიდან ასტრონომები ახალ „ვარსკვლავს“ აკვირდებოდნენ, რომელზეც გაიგეს, რომ ვარსკვლავი კი არა სინამდვილეში თეთრი ჯუჯას სუპერნოვას სიკვდილს ასახავს, რომლის ნარჩენებმა ღრუბელი ჩამოაყალიბა, რომელიც დღემდე საოცარი სიჩქარით ფართოვდება. ნასას Chandra X-ray-ის ობსერვატორიის წყალობით კი ახლა ამაზე დაკვირვების შესაძლებლობა ჩნდება.
247th Meeting of the American Astronomical Society-ზე წარდგენილ ახალ ვიდეოში ასტრონომებმა კეპლერის სუპერნოვას, იგივე SN 1604-ის, ნარჩენების 25-წლიანი ისტორია შეაჯამეს, რაც საოცარ ცვლილებებს ავლენს მასში:
კეპლერის სუპერნოვას ნარჩენები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასტრონომებისთვის, რადგან იშვიათია და 400 წლით თარიღდება, ამასთან, 20 000 სინათლის წლითაა დაშორებული, რაც საკმარისად ახლოა იმისათვის, რომ დღევანდელი ინსტრუმენტებით მის ცვლილებებს დეტალურად ვადევნოთ თვალი.










