Matchday Content მანჩესტერ სიტის ახალ საფეხურზე აჰყავს! რევოლუციური ორდონიანი ლედ სისტემები „ეტიჰად სთეიდიუმზე“ მალე დამონტაჟდება და ეს საფეხბურთო ინდუსტრიაში ახალი სიტყვა იქნება. აღნიშნული ინოვაცია „ვულვერჰემპტონმა“ დანერგა, თუმცა ქალაქელების ლედ სისტემები უფრო გამართული და მრავალპროფილიანი იქნება.
სარეკლამო კამპანიების მრავალასპექტოვანი წარმოდგენა, ფერთა სრული გამა, გამოსახულების სრული გაშლა, ასეთივე რეზოლუცია და ოპტიმიზაცია – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც კომერციული თვალსაზრისით, განთავსებას გაცილებით შთამბეჭდავსა და მიმზიდველს გახდის.
მაღალი გარჩევადობის გამოსახულება ფოტომასალას საუკეთესო ხარისხით წარმოადგენს, ასევე უკვე შესაძლებელია ე.წ. “Slow Motion” რეკლამების გაშვება. სისტემა კლუბს საშუალებას მისცემს, ერთი და იგივე რეკლამა სხვადასხვა ვიზუალით, განსხვავებულ ენებზე გადმოსცეს.
მანჩესტერ სიტი პერიმეტრის ლედ სისტემებით რეკლამის განთავსებით ერთ-ერთი ლიდერი და მოწინავეა როგორც შემოსავლების, ასევე რეკლამის გავრცელების არეალის კუთხით. ქალაქელები სარეკლამო სივრცეებს ყველა კონტინეტის წარმომადგენელზე ანაწილებენ. ახალი სისტემები მათ მარკეტინგულ სვლებს უფრო აქტიურს გახდის, რაც ცხადია, შემოსავლების ზრდაზეც პირდაპირ აისახება.
Together with Manchester City Club, we are creating the most commercially valuable pitchside media space in the Premier League after commencing the installation of a new ‘Supersized LED’ system at the Etihad Stadium.#sports #sportsmarketing #displaytechnology pic.twitter.com/ujbKODVhD9
— Unilumin Group (@unilumingroup) February 23, 2021